ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი, სერტიფიცირებული ქოუჩი, NLP ოსტატი ნინი ჭაჭია სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც გრეიპფრუტისა და წონის კლებასთან დაკავშირებულ მითებსა და რეალობაზე საუბრობს.
მისი თქმით, იმისათვის, რომ წონაში დაკლება ეფექტურად აისახოს შენ მდგომარეობაზე, საჭიროა არა შიმშილი, ან ზოგიერთი პროდუქტის აკრძალვა, არამედ გაცნობიერება იმისა თუ რას იღებ, როგორ და რა ოდენობით:
„გრეიპფრუტი ახდუნებს?
პასუხი - არა!
რეალობაა:
მდიდარია ვიტამინ C-ით და ანტიოქსიდანტებით;
დაბალკალორიულია და დაგეხმარება დიეტაში;
ამცირებს შაქრის მერყეობას.
მითი:
ცხიმს არ წვავს პირდაპირ;
გრეიპფრუტის დიეტა მონოტონურია და არ არის ჯანსაღი;
შეიძლება წამლებთან ურთიერთქმედებდეს;
ჭამე გრეიპფრუტი, მაგრამ არ დაეყრდნო მას როგორც „სასწაულმოქმედ ხილს“;
ყოველთვის გადაამოწმე დიეტური მითები – მხოლოდ მეცნიერულად დადასტურებული ინფორმაციაა სანდო.
იმისათვის, რომ წონაში დაკლება ეფექტურად აისახოს შენ მდგომარეობაზე, საჭიროა არა შიმშილი, ან ზოგიერთი პროდუქტის აკრძალვა, არამედ გაცნობიერება იმისა თუ რას იღებ, როგორ და რა ოდენობით“, - ამბობს ნინი ჭაჭია.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵იანვრის მეორე ნახევრის ძირითადი ასტროლოგიური მოვლენები ხათუნა ნოელისგან