ეზოტერიკოსი, ნუმეროლოგი, ტაროლოგი, რომელსაც სოციალურ ქსელში Abagael Bug-ის სახელით იცნობენ, „ფეისბუკზე“ ცხოვრებისეულ პოსტს აქვეყნებს, სადაც ბედნიერების, მადლიერების, სიხარულის შეგრძნებებზე საუბრობს:
„ბედნიერება?
ციდან ჩამოვარდნილი საჩუქარი კი არა, ნიჭია. ნიჭი იმისა, რომ დაინახო სასწაული იქ, სადაც სხვები მხოლოდ რუხ ასფალტს ხედავენ. აი, მზე რომ ღრუბლიდან გამოანათებს ეს უკვე მიზეზია სიხარულის. ცხელი ყავა რომ ხელებს გითბობთ — ესეც ბედნიერებაა.
ნუ დაელოდებით „განსაკუთრებულ დღეს“. ცხოვრება რეპეტიცია არ არის, რომ შავად დაწეროთ და მერე თეთრად გადაათეთროთ. ეს დღე, ეს კონკრეტული წუთი - ეს არის თქვენი ცხოვრება.
ისწავლეთ მადლიერება. მადლიერი გული კი ისეთი ჭურჭელია, რომელიც არასდროს ცარიელდება. იპოვეთ დღეს ერთი პატარა მიზეზი მაინც, რომ გაგეღიმოთ და სამყაროც სულ სხვა ფერებში გადაიშლება“, - წერს ეზოტერიკოსი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵იანვრის მეორე ნახევრის ძირითადი ასტროლოგიური მოვლენები ხათუნა ნოელისგან
🎥 რა ხდება გიჟური ჩელენჯების მიღმა? - ცნობილი „იუთუბერი“ დუმილს არღვევს