Digest Logo

ინფორმაცია მათთვის, ვისაც ალერგია აწუხებს

1679925058
სეზონური ალერგია

ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრი, საზოგადოებას მცენარეული ალერგენების გავრცელების პროგნოზს აცნობს:

27.03.2023-2.04.2023 მცენარეული ალერგენების გავრცელების პროგნოზია:

თხილმა (Corylus) და მურყანმა (Alnus) დაასრულეს ყვავილობა.

ერთ-ერთი მაღალი ალერგენული თვისებების მქონე მცენარის გვარის, კვიპაროსის (Cupressus) მტვრის მარცვლები კვლავ მაღალი კონცენტრაციით იქნება შეწონილი ჰაერში.

ვერხვის (Populus) მტვრის მარცვლების კონცენტრაცია არ შეიცვლება და საშუალო ნიშნულზე დაფიქსირდება.

თელას (Ulmus) მტვრის მარცვლების კონცენტრაცია შემცირდება და დაბალ ნიშნულზე დაფიქსირდება.

იფანის (Fraxinus) და ნეკერჩხლის (Acer) მტვრის მარცვლები დაბალ ნიშნულზე შენარჩუნდება.

ყვავილობა დაიწყო რცხილამ (Carpinus) და დაფიქსირდება მისი მტვრის მარცვლებიც დაბალი კონცენტრაციით.

მოსალოდნელია ყვავილობა დაიწყოს ჭადარმა (Platanus) და დაფიქსირდეს მისი მტვრის მარცვლებიც დაბალი კონცენტრაციით.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„ნუ განსჯით ეკლესიის ჭეშმარიტების ხარისხს მისი წევრების ცოდვილობის ხარისხით“ - დედა სიდონია

🔵„აღნიშნულ აქტივობას საქართველოს საპატრიარქოსთან კავშირი არა აქვს“ - საგანგებო განცხადება