„მართლმადიდებელი ეკლესია ყოველთვის იყო და არის ჭეშმარიტების სვეტი, შეურყვნელი სამოციქულო მემკვიდრეობის ჯაჭვი, მაგრამ ამ ყველაფერთან ერთად, ის არის მარად თანამედროვე ეკლესია ყველა დროში“, - ამის შესახებ დედა სიდონია ფეისბუკის პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ დოგმატური ღვთისმეტყველება ჭეშმარიტისაგან განსხვავდება.
„მართლმადიდებელი ეკლესია ყოველთვის იყო და არის ჭეშმარიტების სვეტი, შეურყვნელი სამოციქულო მემკვიდრეობის ჯაჭვი, მაგრამ ამ ყველაფერთან ერთად, ის არის მარად თანამედროვე ეკლესია ყველა დროში.
რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომელთაც ხშირად მართლმადიდებელი ეკლესია მიაჩნიათ ძველ, არათანამედროვე, ჩამორჩენილ ეკლესიად, ხოლო სხვა ქრისტიანული დენომინაციები ულტრა განვითარებულ და თანამედროვე ეკლესიებად, ასეთ ადამიანებს უბრალოდ არ აქვთ არც შესაბამისი განათლება და არც სწორი წარმოდგენები ქრისტიანულ კონფესიებზე და მათ არსობრივ მნიშვნელობაზე, რომ აღარაფერი ვთქვათ ეკლესიის ისტორიაზე და დოგმატურ ღვთისმეტყველებაზე.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მართლმადიდებლური ქრისტიანობა არის უწყვეტი სამოციქულო მემკვიდრეობის ჯაჭვი, საღმრთო იკონომიით განცხადებული ჭეშმარიტების უცვალებელად დამცველი და მარად თანამედროვე ეკლესია.
პ.ს: ნუ იქნებით ზედაპირულები ჭეშმარიტების ძიებისას, სხვა შემთხვევაში ჭეშმარიტებას ზედაპირზე უბრალოდ ვერ იპოვით, რადგან ის სულიერ სიღრმეშია.
ნუ განსჯით ეკლესიის ჭეშმარიტების ხარისხს მისი წევრების ცოდვილობის ხარისხით, არამედ განსაჯეთ ჭეშმარიტების ფლობისა და დაცვის ხარისხით, რადგან ეკლესიის ყოველი წევრი ცოდვილია, მაგრამ მარად განიწმინდება ეკლესიის თავის, იესო ქრისტეს მიერ“, - წერს დედა სიდონია.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„გუშინ გავქრისტიანდი, კეთილი იყოს ჩვენი გაცნობა“ - ნატო გელაშვილი შვილიშვილის ფოტოს აქვეყნებს