Digest Logo

როგორ ვიქცევით თუ გველი შეგვხვდა? ​ამინდის დათბობასთან ერთად მათი ნახვის შანსი იზრდება - ჰერპეტოლოგის რჩევები

1678783487
გველიიიიიი

ცხოვრებაში თითქმის ყველას, ერთხელ მაინც შეგვხვედრია გველი. ადამიანების ნაწილი ცდილობს მის მოკვლას, ნაწილი გარბის, ნაწილიც შეშდება და ყვირის.

🔵 „FDA-მ პფაიზერის წარმოებული შაკიკის სამკურნალო პირველი სწრაფმოქმედი ცხვირის სპრეი დაამტკიცა“ - რა ინფორმაციას ავრცელებს გიორგი ფხაკაძე

თუ გველი აქამდე არსად გინახავს, დათბობასთან ერთად გაზაფხული და ზაფხულის პერიოდი ის დროა, როცა მათი ნახვის შანსი იზრდება.

როგორ ვიქცევით თუ გველი შეგვხვდა? ​
 
ჰერპეტოლოგი - ქვეწარმავლების სპეციალისტი  შოთა ზანდუკელი ადამიანებს ურჩევს, რომ გველისგან თავდაცვის ყველაზე სწორი გამოსავალი განრიდებაა.

მისი თქმით, გველის მოკვლის მცდელობა შეიძლება თავდასხმის, უფრო სწორად, გველის მხრიდან თავდაცვის მიზეზი გახდეს და უკბინოს ადამიანს.

როგორ გავარჩიოთ გველი შხამიანია თუ არა?

შხამიანი გველი ბევრად სქელია ვიდრე მისი ზომის გველები, აქვს ვერტიკალური თვალის გუგა, ვიწრო კისერი, მოზრდილი მასიური თავი და პატარა კუდი.

რა უნდა გავაკეთოთ და რა არა, თუ გველმა გვიკბინა?

თუკი გველმა გიკბინათ, უნდა გამოიძახოთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება, დაწვეთ ჰორიზონტალურ მდგომარეობაში, რომ სისხლმა სწრაფად არ იმოძრაოს, იყოთ უძრავად და მიიღოთ რაც შეიძლება მეტი სითხე. თუკი გველი შხამიანია, კბენიდან მალევე იწყება წვის შეგრძნება და ტკივილი, დალურჯება და ჩაშავება. ამიტომ მნიშვნელოვანია სასწრაფოს დალოდება

არ შეიძლება:

🔵 ალკოჰოლის დალევა

🔵 ნაკბენის დასერვა

🔵 ნაკბენის ამოწოვა

🔵 ლახტის დადება

🔵 სპირტის წასმა. 

🔵 გადახვევა

შხამიანი იყო თუ არა გველი, ამას ნაკბენითაც მიხვდებით, თუკი ორი კბილის კვალი გეტყობათ, დიდი ალბათობით, გველი შხამიანი იყო.

მრავლობითი ნაკაწრის შემთხვევაში შეიძლება დამშვიდდეთ - თქვენ უვნებელ გველს გადაეყარეთ. ასეთ დროს დეზინფექციის საშუალების გამოყენება დასაშვებია (სპირტით ან წყლით ჩამობანა)

სად რომელი გველი ბინადრობს?

სულ საქართველოში 24 სახეობის გველია, მათგან 8 შხამიანი გველგესლა, რომელთაგან სიცოცხლისთვის სახიფათოა გიურზა, ის ძირითადად კახეთის რეგიონში, ქვემო ქართლსა და თბილისის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ფერდობებსა და ველებზე გვხვდება.

გავრცელებული 24 სახის გველებიდან 5 მათგანი წითელ ნუსხაშიც არის შეტანილი, როგორც საქართველოს ტერიტორიაზე იშვიათ და გადაშენების პირას მისული სახეობები.

🔵 კავკასიური გველგესლა

🔵 დასავლური მახრჩობელა

🔵 საყელოიანი ეირენისი

🔵 ხვლიკიჭამია გველი

🔵 დინიკის გველგესლა

ცნობისთვის, ყველა გველი საჭიროა და დიდი როლი აქვს ეკოსისტემაში, ისინი ანადგურებენ მავნე მღრღნელებს, რომლებიც აზიანებენ სოფლის მეურნეობა, გარდა ამისა გველის შხამისგან მზადდება არაერთი მედიკამენტი თუ კოსმეტიკური საშუალება.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵პასკა თუ პასქა? - საიდან იღებს სათავეს და რა ჰქვია მას ქართულად

🎥 როგორ მოვამზადოთ ხაჭოს პასქა - რეცეპტი გურამ ბაღდოშვილისგან

🔵„თქვენია ეს ქვეყანა და ჩვენი ვალდებულებაა თქვენთვის შევქმნათ უკეთესი ნიადაგი, რომ სწორ ღირებულებებზე აღმოცენდეთ და გაიხაროთ!“ - ნიკოლოზ რაჭველი ახალგაზრდებზე