Digest Logo

ინფორმაცია მათთვის, ვისაც ალერგია აწუხებს

20/6/2023 • 6:49
ალერგია - რჩევა

ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრი საზოგადოებას მცენარეული ალერგენების გავრცელების პროგნოზს აცნობს.:

19.06.2023-25.06.2023 მცენარეული ალერგენების გავრცელების პროგნოზია:

ერთ-ერთი მაღალი ალერგენული თვისებების მქონე ბალახოვანი მცენარეების, მარცვლოვნების (Poaceae) მტვრის მარცვლების კონცენტრაცია არ შეიცვლება და მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდება.

ერთეული სახით დაფიქსირდება: ზეთისხილის (Olea), ხემყრალას (Ailanthus) ნაძვის (Picea) და ცაცხვის (Tilia) მტვრის მარცვლები.

ერთეული სახით დაფიქსირდება ასევე: ჯვაროსნების (Brassicaceae), მჟაუნას (Rumex), მრავალძარღვას (Plantago) და ჭინჭრის (Urtica) ყვავილის მტვრის მარცვლები.

ყვავილობა დაიწყო საშუალო ალერგენული თვისებების მქონე სარეველა მცენარე ნაცარქათამამ (Chenopodium) და დაფიქსირდება მისი მტვრის მარცვლებიც დაბალი კონცენტრაციით.

სოკოვანი ალერგენების: ალტერნარიას (Alternaria) და კლადოსპორიუმის (Cladosporium) სპორების კონცენტრაცია არ შეიცვლება და დაბალ ნიშნულზე დაფიქსირდება.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „მე ვარ ჩემი თაობის საკმაოდ ლიბერალურად მოაზროვნე - მე არ მინდა გოგოები ბიჭებად კეთდებოდნენ და ბიჭები გოგოებად“ - ლალი მოროშკინა

🔵 ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ფრენბურთის ქალთა ასაკობრივმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა

🎥 „ზღვის ჰაერი ყველაზე სტერილურია და სასარგებლო“ - რა უნდა გავითვალისწინოთ, როცა შვილი ზღვაზე პირველად მიგვყავს?