საქართველოს ფრენბურთის ფედერაციაში სასიამოვნო სიახლეებია - ფრენბურთის ქალთა ასაკობრივმა 17-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში საქართველოს ფრენბურთის ნაკრები არასდროს მოხვედრილა მსგავსი დიდი შეჯიბრების ფინალურ ეტაპზე.
სპორტსმენები საფინალო თამაშისთვის აქტიურად ემზადებიან, რომელიც სერბეთში 11 ივლისს დაიწყება.
მანამდე, ნაკრებს არაერთი ამხანაგური მატჩების ჩატარება მოუწევს და ქვეყნიდან 24 ივნისს გაემგზავრებიან.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება