Digest Logo

„იცოდით, რომ დღე-ღამეში გაქვთ ერთი განსაკუთრებული წუთი, რომელიც თქვენი დაბადების თარიღშია „დაშიფრული“?“ - რას წერს ეზოტერიკოსი

1787290030
თამუნა იოსელიანი

თქვენი პირადი ძალის წუთი ყოველდღე. იცოდით, რომ დღე-ღამეში გაქვთ ერთი განსაკუთრებული წუთი, რომელიც თქვენი დაბადების თარიღშია „დაშიფრული“?, - აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს ეზოტერიკოსი და მინეროლოგი თამუნა იოსელიანი გვიზიარებს:

„სწორედ ამ დროს გაჩერდით ერთი წუთით, ჩაიფიქრეთ სურვილი, წარმოთქვით აფირმაცია ან გადადგით პატარა ნაბიჯი თქვენთვის მნიშვნელოვანი მიზნისკენ.  

როგორ გამოთვალოთ თქვენი ძალის წუთი:  

თუ დაბადებული ხართ 1-დან 23 რიცხვის ჩათვლით:

დაბადების დღე = საათი,

დაბადების თვე = წუთი.

მაგალითად: 22.07 → 22:07  

თუ დაბადებული ხართ 24-დან 31 რიცხვის ჩათვლით — პირიქით:

დაბადების თვე = საათი,

დაბადების დღე = წუთი.

მაგალითად: 24.07 → 07:24  

თქვენს ძალის წუთში თქვით:

„მე ვხსნი გზას საუკეთესო შესაძლებლობებისკენ. ყველაფერი საჭირო საჭირო დროს მოდის ჩემთან“, - წერს თამუნა იოსელიანი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „რატომ არის, რომ ადამიანები ვერ ინარჩუნებენ სტაბილურად სულიერ ცხოვრებას?!...“ - დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

⭕ „ერთადერთი ადგილი, სადაც წესრიგის დამყარება ნამდვილად შეგვიძლია — საკუთარი სულია...“ - რას წერს ეზოტერიკოსი

⭕„ამცირებს არტერიულ წნევას, ხელს უწყობს საჭმლის მომნელებას...“ - რა სასარგებლო თვისებები აქვს ჭარხალს?