ჯანსაღი ურთიერთობის საფუძველი: რა ნიშნები მიგვანიშნებს, რომ ურთიერთობაში ბალანსი დარღვეულია? - აღნიშნულ საკითხზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ფსიქოლოგმა, გვანცა ბარაბაძემ ისაუბრა:
„სამი მთავარი გასაღები აქვს ურთიერთობებს. პირველი არის უსაფრთხოება, რამდენად ვარ მე ის, ვინც ვარ. არ ვთამაშობ და არ მომეთხოვება როლი მოვირგო. ეს მაძლევს უსაფრთხოების განცდას. უნდა შეგვეძლოს საკუთარი თავის გამოვლენა.
ურთიერთობა არის ყველაზე კარგი სივრცე ამისთვის. მეორე ადამიანი ჩვენ შემთხვევით არ გვხვდება. ისინი ზრუნავენ ჩვენზე, გვაჩვენებენ დადებით მხარეებს, ამავდროულად ჩრდილებსაც. ეს არის მთავარი ფუნდამენტი, რაც ავითარებს ურთიერთობებს.
მეორე არის ნდობა, რაღაც სტაბილურობა და სიმშვიდე უნდა არსებობდეს. როცა რაღაცას ამბობ ასრულებ და ა.შ. მესამე არის პატივისცემა.
მნიშვნელოვანია ინდივიდუალობა არ დაიკარგოს. ხშირად არის ცდუნება, რომ საკუთარ თავზე ამბობენ უარს. თავიდან ურთიერთობა ამას იტანს, თუმცა შემდეგ დიდი პრობლემა ჩნდება“, - აღნიშნა გვანცა ბარაბაძემ.
ვრცლად, იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „ფრთხილად იყავით რჩევების გაცემისას“ - 25 ივნისის ენერგიები
⭕„რაც უფრო ღრმად მორწმუნე ხარ, უფრო მეტად მიანდობ შენს სიცოცხლეს უფალს“ - დეკანოზი თეოდორე გიგნაძე