Digest Logo

🎥 კანის დაავადებები, რომლებიც ბავშვებს ზაფხულში აწუხებს - „ხშირ შემთხვევაში ტარდება არასწორი მკურნალობა“

1721197170
ძაზა თელია

„ზაფხულის პერიოდში არის გარკვეული ტიპის კანის დაავადებები, რომლებიც ბავშვებში გვხვდება ძალიან ხშირად“, - ამის შესახებ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ დერმატო-ვენეროლოგი ზაზა თელია საუბრობს და საზოგადოებას რჩევებს უზიარებს.

დერმატო-ვენეროლოგი გადაცემაში განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს კანის ყველაზე ხშირად გავრცელებულ ვირუსულ ეგზანთემაზე, რომელიც მისი განმარტებით, ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული დაავადებაა ზაფხულში და ხშირ შემთხვევაში დიაგნოზი არასწორად ისმება.

„ვირუსული ეგზანთემები ეს არის ვირუსით განპირობებული კანზე გამონაყარი, რომელიც ძალიან ხშირად ზაფხულში. ხშირ შემთხვევაში დიაგნოზი არასწორად ისმება და ტარდება არასწორი მკურნალობა ბავშვებში. იგი ჰგავს სხვა ტიპის დაავადებებს, მათ შორის ალერგიულ გამონაყარს“, - ამბობს ზაზა თელია. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ თბილისში, ქალის ცხედარი იპოვეს - გარდაცვლილი ინდოეთის მოქალაქეა

⭕  როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში? - პროგნოზი ქალაქების მიხედვით