
თბილისში, გლდანში ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილი ინდოეთის მოქალაქეა, ცხედარი მის საცხოვრებელ სახლთან აღმოაჩინეს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში „დაიჯესტს“ განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ მის ბინაში მყოფი ორი პირი გამოკითხვაზე გადაიყვანა.
დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: