ფსიქოლოგი ინგა სიჭინავა სოციალურ ქსელში წერს, რომ თვითშემეცნება არის ბირთვი, საიდანაც იწყება ნებისმიერი ცვლილება.
იგი რამდენიმე კითხვას გვიზიარებს, რაც საკუთარ თავს ყოველ დღე უნდა დავუსვათ:
„კითხვები, რომლებიც საკუთარ თავს უფრო ხშირად უნდა დავუსვათ:
არის თუ არა ჩემს ცხოვრებაში რაღაც ისეთი, რაც უკვე დიდი ხანია აღარ მაბედნიერებს, მაგრამ მაინც ვაკეთებ ჩვევის, დანაშაულის განცდის ან სხვა მიზეზის გამო?
არის რამე, რასაც თავს ვარიდებ შიშის გამო?
მაქვს თუ არა ოცნება, რომელიც არ ავიხდინე, მაგრამ რომელიც მუდმივად ბრუნდება ჩემთან?
რა არის ის, რაც მართმევს ძალას და ენერგიას და მიქმნის უსიამოვნებას?
რომელ ხელისშემშლელ რწმუნებულებას მოვიშორებდი დიდი სიამოვნებით?
რომელი ჩემი ნიჭი ან უნარი მაქვს სრულიად მივიწყებული და აღარ ვიყენებ?
რისი მეშინია? რა არის ჩემი ყველაზე ძლიერი ცხოვრებისეული შიში?
თუ ჩემს ხელში შეუზღუდავი რესურსები იქნებოდა, რას შევცვლიდი ჩემს ცხოვრებაში სწორედ ახლა?
რა მომაყენებს ამ ეტაპზე ცხოვრებაში ყველაზე მეტ სიამოვნებას?
რა სიტუაციებში ვავლენ ჩემს საუკეთესო თვისებებს?
რა მაიძულებს რაღაცების კეთებას ჩემი ნების წინააღმდეგ?
თვითრეფლექსია ააქტიურებს წინა ცილოვანი ქერქის (prefrontal cortex) ფუნქციას, რომელიც პასუხისმგებელია თვითრეგულაციაზე, შეგნებულ გადაწყვეტილებებზე და საკუთარი მდგომარეობის შეფასებაზე.
თვითშემეცნება არის ბირთვი, საიდანაც იწყება ნებისმიერი ცვლილება“, - წერს ინგა სიჭინავა.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლისთვისაც 13 დეკემბრის შემდეგ ცხოვრება გაცილებით მარტივი გახდება