მედიცინის დოქტორი, ოფთალმოლოგი და „ჩიჩუების სამედიცინო ცენტრი - მზერას“ რეფრაქციული ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინო კობახიძე „კოტკასტის“ სტუმარი იყო, სადაც მან ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრა, როგორიცაა ოფთალმოლოგიური დაავადებები, რომელიც შეიძლება უსიმპტომოდ განვითარდეს და როგორ გავაკეთოთ არჩევანი ლინზასა და მხედველობის სათვალეზე:
- კორექცია, ლინზა, თუ სათვალე?
მხედველობის კორექციის სამივე მეთოდი არსებობს. ეს პრაქტიკულად პაციენტის გადასაწყვეტია, თუ რას გამოიყენებს. ჩემი გადმოსახედიდან, სათვალე და კონტაქტური ლინზა არის ყავარჯენივით, რაზედაც მუდმივად დამოკიდებული ხარ.
რა თქმა უნდა უამრავი პრობლემა ახლავს: სათვალე ხან დაიკარგება, დავაჯდებით და გავტეხთ, ხან თავზეა და ვერ ვპოულობთ (ხუმრობით). კონტაქტური ლინზები კიდევ უფრო რთულად მოსავლელია, რადგან ყოველ ღამე უნდა ამოიღო, ჩადო კონტეინერში, იქ რაღაც სითხეში მოათავსო, რომ არ დაინფიცირდეს, ვადები აქვს და ა.შ.
ამ ყველაფრისგან ყველაზე მარტივი გამოსავალი არის ლაზერული კორექცია, რაც ჯამში 10 წუთიანი პროცედურაა. ერთადერთი არასასიამოვნო შეგრძნება რაც არის, რომ 30 წამის განმავლობაში რაღაც გადევს და თითქოს აწვება თვალს.
- რომელი ოფთალმოლოგიური დაავადებები შეიძლება განვითარდეს უსიმპტომოდ?
გლაუკომას უწოდებენ მხედველობის ჩუმ ქურდს. ეს არის მომატებული თვალშიდა წნევა. ამას თუ კი არ არის გლაუკომის შეტევა 99% შემთხვევებში ვერ გრძნობს პაციენტი და არ იცის, რომ თვალში რაღაც პრობლემა აქვს. ცენტრალური მხედველობა ყოველთვის შენარჩუნებულია დიდხანს, პრობლემა დგება ასეთი, რომ მხედველობის ველი ვიწროვდება და ბოლოს უკვე როდესაც მიხვდები, რომ თითქოს მილში იყურები და გვერდებზე ვეღარ ხედავ, მაშინ მოდიან.
როგორ ვუშველოთ ამას? მოწოდებულია, რომ 40+ ასაკში ყველამ, წელიწადში ერთხელ მაინც უნდა ვიზომოთ თვალშიდა წნევა და თუ გენეტიკურად წინასწარგანწყობა გვაქვს უფრო ინტენსიურად უნდა ვიკონტროლოთ.
ამასთან კავშირშია დიაბეტიც, რადგან თვალის ფსკერზე ვითარდება დიაბეტური ცვლილებები, რომელსაც ასევე დიდხანს ვერ გრძნობს პაციენტი და ჩვენ თუ არ დავინახეთ პატარ-პატარა სისხლჩაქცევები გაჩნდა და უკვე დაიწყო ამ დიაბეტური რეტინოპათიის გამოვლინება, სამწუხაროდ, ესეც არ ჩანს.
აქვე ვახსენებ, რომ ახლომხედველობა მოდის, რომ თვალი სიგრძეში უფრო მეტად იზრდება, ვიდრე ჩვეულებრივად მხედველი ადამიანის თვალი. თვალის ბადურა, ანუ თვალის ფსკერი, ორგანო, რითაც თვალი რეალურად ხედავს, არის გადაჭიმული, დაგრძელებული და მათში მარტივად ჩნდება ნახეთქები. პაციენტი ვერც ამას გრძნობს, ჩვენ თუ არ გავაფართოვეთ გუგები და დავათვალიერეთ. ეს შეიძლება წინაპირობა იყოს ბადურის ჩამოცლის, რაც უსიმპტომოა და ბოლოს აღმოჩნდება, რომ ბადურა ჩამოგვეცალა.
ვიდეოს სანახავად გადადით ბმულზე: https://youtu.be/D-zY1YEr47s

ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ბოროტები არ არსებობენ, არსებობენ მხოლოდ უბედური ადამიანები“ - რას წერს ქეთევან ჯანდიერი