Digest Logo

🎥 კვებითი შუქნიშანი - როდის შეიძლება სასარგებლო პროდუქტი სახიფათო გახდეს ჯანმრთელობისთვის?

1718869575
მარი მალაზონია

„სიფრთხილით გასათვალისწინებელია უამრავი რამ, მათ შორის, ყვითელ ზონაში მოხვედრილი პროდუქტები. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სიფრთხილეზე ზაფხულის განმავლობაში, შეიძლება იყოს ნებისმიერი პროდუქტი, რომელიც არასათანადოდ გაირეცხა, არასათანადოდ მოხდა მისი ტრანსორტირება“,- ამის შესახებ ექიმ ნუტრიციოლოგმა, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორმა და ტელეწამყვანმა მარი მალაზონიამ გადაცემაში „პირადი ექიმი“ ისაუბრა. 

მისივე განმარტებით, შეიძლება პროდუქტი იდეალურად დავამუშავეთ, მაგრამ არ გავითვალისწინეთ რა რისკები არსებობს მის გარშემო. 

„ასევე გასათვალისწინებელია ისეთი პროდუქტები, რომელიც მალფუჭებად კატეგორიას განეკუთვნება. ესენია კრემიანი პროდუქტები, პროდუქტები, რომლებიც თერმულად ბოლომდე არ არის დამუშავებული, ნახევრად ფაბრიკატები და კონსერვები.

გასათვალისწინებელია პროდუქტები, რომლებსაც ბოტულიზმის რისკი აქვთ, მაგალითად შებოლილი თევზი, თაფლიც კი. როდესაც ალკოჰოლური სასმელებზე ვსაუბრობთ, უნდა გვახსოვდეს, რომ მის არარაციონალურად მოხმარებამ შეიძლება დააზიანოს იმუნიტეტი ზაფხულში.

ხილის წვენების მრავალი თვის განმავლობაში შენახვა არ შეიძლება. სახლის პირობებში დამზადებული ხილის წვენი იმ დღესვე უნდა გამოვიყენოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში არსებობს რისკი მისი ხარისხის და თვისობრივი დაზიანების“, - ამბობს მარი მალაზონია.