
„იუთუბის“ არხზე გვერდი სახელწოდებით „მართლმადიდებლური ვიდეოები“ ახალ ეპიზოდს აქვეყნებს თემაზე - „კვეთებული, ჯადო“ - რაზეც მიწვეული სტუმარი, დეკანოზი აკაკი (მელიქიძე) საუბრობს.
„ჩემი მოწოდება ავაგე, იმაზე, რომ ადამიანს ამა თუ იმ ბოროტის დაძლევაში დავეხმარო. თავდაპირველად მქონდა მედავითნის ხარისხი. შემდეგ უკვე კვეთებული ლოცვის კითხვა დავიწყე, ამით განსაცდელები შემემთხვა. საშინელი ხედვები მომეცა, დამაშინებელი, მუქარები და დილას გამოხვალ და გაგისწორდებითო. დილას სიონში, წავედი სადაც ამბიონზე ვდგავარ და ვიღაცამ ყელში ჩამაჭირა და დახრჩობა განიძრახა. ანუ ხანდახან ხილული ხდებოდა, ხან უხილავი. არ ადამიანური სახე ჰქონდა. შემდეგ ზევით ავიხედე და გამოისახა ღვთისმშობლის გაბრწყინებული ხატი, შევევედრე შემიწყალე მე ცოდვილი და ეს იყო და განიდევნა ის რაღაც ბნელი თუ ეშმაკი. ამასობაში გათენდა და მივხვდი, ეს იყო პირველიშემოტევა ჩემზე ბოროტისაგან. მაგრამ ღმერთმა მიიღო ეს ჩემი ღვაწლი და ჩამოვყალიბდი, რომ ეს საქმე მე უნდა მეკეთებინა. ეს დაიწყო 1982 წლიდან და დღემდე გრძელდება“,- ამბობს დეკანოზი აკაკი.
- ვისზე იკითხება ეს კვეთებულის ლოცვა და როგორ უნდა მიხვდეს ადამიანი, რომ სჭირდება კვეთებულის ლოცვა?
„ნებისმიერზე შეიძლება, მაგრამ საჭიროებით არის შემთხვევები, რომ ადამიანმა არც ღვთის მსახურების გაეგება, არც ლოცვა და არც ზიარების, მაგრამ ჯადოს გრძნობს, რომელიც ვიღაცის მიერ არის აღძრული ამა თუ იმ ადამიანზე, რაღაც მიზეზის გამო. იყენებენ, დათვის, მგლის ქონს ან კბილს და ბევრს დაუჩივლია, „წინსვლა არ მაქვს“. „არაფერი არ მიხარია“, „არაფერი არ გამომდის“, ასევე ფიზიკური შეზღუდვაც არის. ზოგს აპათია ემართება, უუნარობა ემართება. შეგრძნება აპათიიდან, რომ მოდუნებულია. ზოგი სახლიდან არ გამოდიოდეს, არავის ენახვება. ეს ისეთი ლოცვაა, რომ ამით შეხება გვაქვს უშუალოდ ღვთის ნებასთან. ძალიან ხშირად ადამიანი იკურნება. ზოგ შემთხვევაში, მის სინანულზე და აღსარებაზეა დამოკიდებული და სინანული უნდა იყოს ნამდვილი, რომ არ მიუბრუნდეს იმ ცოდვას. ნებისმიერი ავადმყოფობა იკურნება, ნებისმიერი ბოროტი სულის ზემოქმედება განიდევნება და ახლოსაც ვერ მიეკარება, ასეთი ძალის არის თვით უფალი და მის მფარველობაში შევდივართ, ეს არის მთავარი. კვეთებულის ლოცვა კი კარგია, მაგრამ აღსარება, ლოცვა და ზიარება აუცილებელია “.
„როგორ მჭირდება თქვენი დალოცვა, მამაო, მეც და ჩემს ოჯახსაც!“,
„მადლობა უფალ ღმერთს, მამა აკაკის და გადაცემის წამყვანს!“,
„წლები დავდიოდი მეტეხში და მე მისი დაყვირება ვინმესთვის არ გამიგია. გენაცვალეთ გულში. დიდხანს იცოცხლეთ და ჯანმრთელად იყავით ქართველი ერის საიმედოდ“,- წერს საზოგადოება ვიდეოს კომენტარებში.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕შორენა ბეგაშვილი საოცარ ფორმაშია – რა კადრებს აქვეყნებს მსახიობი
⭕„როგორი ტკბილები ხართ“ - არჩილ სოლოღაშვილი და ნუცა ქავთარაძე შვებულებას პორტოში ატარებენ (ფოტოები)
🎥 შებერილობის და გაზების პრობლემა ერთ დღეში გაქრება - ნიახურის უნიკალური თვისება