ინდური ხალხური მედიცინის „აიურვედას“ ექსპერტი არუნ ხათრი საზოგადოებას პერიოდულად სასარგებლო ინფორმაციას უზიარებს „იუთუბის“ საკუთარ არხზე.
იგი ოჯახთან ერთად წლებია საქართველოში ცხოვრობს და ქართულ ენასაც კარგად ფლობს. მისი მეუღლე ქართველია, წყვილს სამი შვილი ჰყავს.
ამჯერად იგი საზოგადოებას უზიარებს რჩევებს - შებერილობის და გაზების პრობლემის გაქრობას ერთ დღეში.
„შებერილობის და გაზების პრობლემის გაქრობას ერთ დღეში შესაძლებელია ნიახურის თესლით.
თუ ამ პრობლემის გამო წამალს სვამთ, იგი მუდმივად უნდა მიიღოთ, რაც ერთ პრობლემას მოგიგვარებთ, თუმცა გამოიწვევს მეორე პრობლემას.
ნიახურის თესლი კი არის საჭმელი და არა წამალი, რომელიც დაგეხმარეთ აღნიშნული პრობლემის მოგვარებაში.
იგი შეგიძლიათ მიიღოთ ჩაის, ან ფხვნილის სახით.
თუ ფხვნილის სახით გინდათ ნიახური მიღება, მაშინ 100 ან 200 გრამი ნიახური მოხალეთ ტაფაზე 1წთ-ის განმავლობაში, შემდეგ დააფქვიეთ და შეინახეთ კონტეინერში.
ყოველ დილით და საღამოს, ჭამიდან ნახევარი საათის შემდეგ კი მიიღეთ ნახევარი კოვზი ნიახური თბილ წყალში გახსნილი ეს დაგეხმარებათ საჭმლის გადამუშავებაში.
ნიახურის მიღების მეორე გზა
აადუღეთ 1 კოვზი ნიახური 1 ჭიქა წყალთან ერთად, გაწურეთ ეს მასა და თბილ მდგომარეობაში ჭამიდან ნახევარი საათის შემდეგ მიიღეთ“, - ამბობს არუნ ხათრი ვიდეოში.
მისი თქმით, ამის მიღება შეუძლია ყველას, მათ შორის ჩვილ ბავშვსაც კი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ ლაშა ტალახაძე, გენო პეტრიაშვილი და გივი მაჭარაშვილი პარიზის ოლიმპიური თამაშებიდან დაბრუნდნენ
⭕„იქნება და გაუმართლოს რომელიმეს და იჩუქოს ვინმემ“ - მზია შარაშიძე 12 ლეკვს აჩუქებს