მეტეოროლოგების პროგნოზების თანახმად, მაისში ბევრი ძლიერი მაგნიტური ქარიშხალი გველის.
7 მაისიდან 21 მაისამდე - მზის დაბალი აქტივობა გველის, მაგრამ ხანგრძლივი შტორმიც.
23-25 მაისის პერიოდში საშუალო ინტენსივობის მაგნიტური შტორმია მოსალოდნელი.
26-27 მაისი - სუსტი გეომაგნიტური რყევების პერიოდია.
28-29 მაისს - საშუალო ინტენსივობის მაგნიტური შტორმი გველოდება.
ასეთ დღეებში ადამიანები თავს ცუდად გრძნობენ. განსაკუთრებით ხშირია ისეთი სიმპტომები, როგორებიცაა:
⏺ თავის ტკივილი, შაკიკი;
⏺ სისუსტე, დაღლილობა;
⏺ დღის განმავლობაში ჭარბი ძილიანობა და ღამით უძილობა;
⏺ ტვინის დაბინდვა, კონცენტრაციის სირთულეები;
⏺ თავბრუდახვევა;
⏺ ქრონიკული დაავადებების გამწვავება;
⏺ გულის პრობლემები და არტერიული წნევის ცვლილებები;
როგორ დავიცვათ თავი?
ასეთ დღეებში, ჯანდაცვის სპეციალისტები, როგორც წესი, ზოგად რეკომენდაციებს იძლევიან. ისინი ადამიანებს მოუწოდებენ დასვენებას მეტი დრო დაუთმონ და ჯანმრთელობას ყურადღება მიაქციონ.
რეკომენდებულია:
⏺ მინიმუმ 7-9 საათიანი ძილი;
⏺ მიირთვით დაბალანსებული საკვები;
⏺ მიიღეთ საკმარისი რაოდენობით სითხე;
⏺ მოერიდეთ ყავის, ენერგეტიკული სასმელების, ალკოჰოლს, სიგარეტს, ცხარე და არაჯანსაღ საკვებს;
⏺ შეამცირეთ ფიზიკური დატვირთვა;
⏺ შეამცირეთ სტრესი და ემოციური დაძაბულობა.
საჭიროების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ბზიკების“ შთამბეჭდავი გამოსვლა ევროვიზია 2026-ის ნახევარფინალში
⭕გაიგეთ, რა არის თქვენი დანიშნულება დაბადების თარიღის მიხედვით