
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტის თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი, WHO-ს ექსპერტი, Relief International-ის მმართველი საბჭოს დირექტორი და გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი მრჩეველი პროფესორი გიორგი ფხაკაძე, რომელსაც აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება ჯანდაცვის სექტორში, როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო დონეზე, სოციალურ ქსელში საზოგადოებას პერიოდულად უზიარებს სასარგებლო რჩევებს.
ამჯერად იგი საზოგადოებას ახალ ინფორმაციას უზიარებს, სადაც წერს ყველა იმ მნიშვნელოვან რჩევას, რომელიც უნდა იცოდეთ, სანამ სალონში შეხვალთ.
მისი თქმით, საქართველოში დღეს არცერთი სილამაზის სალონი არ არის აკრედიტებული, ლიცენზირებული ან რაიმე ფორმით აღიარებული სახელმწიფოს ან საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით.
„მანიკიური და ჯანმრთელობის საფრთხეები – რაც ყველა ქალმა (და კაცმაც) უნდა იცოდეს, სანამ სალონში შევა
პროფესორი გიორგი ფხაკაძე
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე, საერთაშორისო ჯანდაცვის ექსპერტისილამაზის სახელით ჯანმრთელობას ვაზიანებთ – ახალი მტკიცებულება მანიკიურის რისკებზე
Health.com-ის უახლესი ანალიზი და სხვა სამეცნიერო კვლევები აჩვენებს: ზოგიერთი მანიკიურის პროცედურა შეიძლება გახდეს კიბოს, ნერვული სისტემის დარღვევების, ჰორმონული დისბალანსისა და ინფექციური დაავადებების წყარო.
ძირითადი რისკები:
1. UV/LED ლამპები და კანის კიბო
Nature Communications (2023): 20 წუთიანი ექსპოზიცია UV ლამპაზე იწვევს დნმ-ის დაზიანებას და უჯრედული სიკვდილის ზრდას 70%-მდე.
იგივე UVA სხივები გამოყენებულია სოლარიუმებში და დაკავშირებულია ბასალურუნ უჯრედოვან კიბოსთან.
2. ქიმიური ტოქსიკურობა
ინგრედიენტები, როგორიცაა ტოლუოლი, ფორმალდეჰიდი და DBP, იწვევს ჰორმონულ დარღვევებს, ალერგიას და ნაყოფის განვითარებაზე უარყოფით გავლენას.
Environmental Health Perspectives (2021): მანიკიურის მომხმარებელ ქალებს შარდში დაფიქსირდათ ამ ნივთიერებების გაოთხმაგებული დონე.
3. ინფექციები და არასტერილური გარემო
ინსტრუმენტების ცუდი დეზინფექცია – ინფექციების წყარო. CDC-ის მიხედვით, ყველაზე ხშირი რისკებია ჰეპატიტი B და C, HPV და სოკოვანი ინფექციები.
4. სუნთქვითი სისტემის დაზიანება
Occupational and Environmental Medicine (2020): მანიკიურის მასტერებში სუნთქვითი დარღვევების მაჩვენებელი ორჯერ მაღალია.
ახლა გადავიდეთ ქართულ რეალობაზე: სად ვდგავართ ჩვენ?
საქართველოში დღეს არცერთი სილამაზის სალონი არ არის აკრედიტებული, ლიცენზირებული ან რაიმე ფორმით აღიარებული სახელმწიფოს ან საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით.
იგივე სიტუაცია გვაქვს შპრიცების, კანის კონტაქტური ნივთიერებებისა და სალონური პროცედურების რეგულირებაშიც.
PHIG – საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი საქართველოში, როგორც Accreditation Canada-ს პარტნიორი ორგანიზაცია, სთავაზობს სილამაზის ინდუსტრიას ახალი სტანდარტების დანერგვას და სალონების აკრედიტაციის სისტემის შექმნას.
ეს არ იქნება სავალდებულო, მაგრამ ეს იქნება არჩევანი პასუხისმგებლობასა და მომხმარებლის პატივისცემას შორის.
და ჩვენ, როგორც მომხმარებლებს, გვაქვს უფლება ვკითხოთ:
ეს სალონი აკრედიტებულია? დაცულია სტერილური და სანიტარიული წესები?
პროფესორ გიორგი ფხაკაძის გაფრთხილება:
„საქართველოში დღეს ქალები და მოზარდები თითქმის ყოველდღიურად იღებენ მანიკიურის მომსახურებას გარემოში, რომელიც არ არის დადგენილი სტანდარტების ქვეშ. ეს არ არის მხოლოდ ესთეტიკის საკითხი – ეს უკვე საზოგადოებრივი ჯანდაცვის გამოწვევაა. სახელმწიფომ უნდა ითანამშრომლოს პროფესიულ ასოციაციებთან და უზრუნველყოს აკრედიტაციისა და კონტროლის სისტემა, ხოლო ბიზნესს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა აირჩიოს: აკეთებს აკრედიტაციას, თუ აგრძელებს მუშაობას არაფორმალურად. მაგრამ მომხმარებლის თვალსაზრისით – დიახ, ეს აკრედიტაცია აუცილებელია.“
როგორ დავიცვათ თავი:
⏺ აირჩიეთ მხოლოდ სანდო, სტერილური გარემოს მქონე სალონები
⏺ იკითხეთ გამოყენებული ნივთიერებების შემადგენლობა
⏺ მოითხოვეთ ერთჯერადი ინსტრუმენტები ან წაიღეთ თქვენი
⏺ გამოიყენეთ UV დამცავი ხელთათმანი ან SPF კრემი
⏺ ნუ ჩაიტარებთ პროცედურას დაზიანებულ კანზე
⏺ პერიოდულად დაისვენეთ ქიმიური პროდუქტებისგან
დასკვნა:
სილამაზე უნდა ეფუძნებოდეს ხარისხს, პასუხისმგებლობას და პროფესიონალიზმს.
დღეს არ გვყავს აკრედიტებული სალონები – მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ გვჭირდება.
ჯანმრთელობა მხოლოდ კლინიკაში არ იწყება – ის იწყება ყოველდღიურ რუტინაში, სადაც ჩანს, ვის ენდობით
თქვენს კანზე, ფრჩხილზე, სხეულზე“, - წერს გიორგი ფხაკაძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ისეთი ოჯახი მაქვს, რომ საკუთარი ოჯახის მიმართაც ბევრი მოთხოვნა მექნება...“ - მანუ მურღულია
⭕ნანა ლორთქიფანიძის ქალიშვილი რეზი არველაძის უფროს ვაჟს გაჰყვა ცოლად - წყვილი შვილს ელოდება
🎥 „ყველაზე კაშკაშა და ნამდვილი“ - თიკა ფაცაცია ცეცხლოვან კადრებს აქვეყნებს