Digest Logo

ნანა ლორთქიფანიძის ქალიშვილი რეზი არველაძის უფროს ვაჟს გაჰყვა ცოლად - წყვილი შვილს ელოდება

1745477957
ნანა ლორთქიფანიძე

მსახიობი ნანა ლორთქიფანიძე ჟურნალ „სარკეს“ ქალიშვილის, ქეთი წიქვაძის შესახებ ესაუბრება, რომელმაც პირადი ბედნიერება იპოვა და რეზი არველაძისა და თეონა თავართქილაძის რძალი გახდა.

ორი წლის წინ ნიკა არველაძემ და ქეთი წიქვაძემ იქორწინეს და ახლა შვილს ელოდებიან.

„მალე მესამე შვილიშვილის ბებია გავხდები. 2 წლის წინ ქეთი ცოლად გაჰყვა ნიკა არველაძეს, ცნობილი ფეხბურთელის, რეზი არველაძისა და დიზაინერ თეონა თავართქილაძის უფროს ვაჟს.

ახლა ქეთი ფეხმძიმედ არის. ოქტომბერში ბავშვს ველოდებით. მესამე ბიჭის ბებია გავხდები...“ - ამბობს ნანა ლორთქიფანიძე.

აღსანიშნავია, რომ მაყურებელი ქეთი წიქვაძეს კარგად იცნობს სერიალიდან „ჩემი ცოლის დაქალები“.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ყველაზე კაშკაშა და ნამდვილი“ - თიკა ფაცაცია ცეცხლოვან კადრებს აქვეყნებს

⭕„წაჩხურობა“ - დღესასწაული, როდესაც უშვილო წყვილები უფალს ბავშვს ავედრებენ

⭕სინოპტიკოსები მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებენ

წყარო: fortuna.ge