Digest Logo

„ისეთი ოჯახი მაქვს, რომ საკუთარი ოჯახის მიმართაც ბევრი მოთხოვნა მექნება...“ - მანუ მურღულია

1745479913
მანუ მურღულია

მომღერალი და ინფლუენსერი მანუ მურღულია ჟურნალ „სარკესთან“ პირადი ცხოვრების და მისი ცხოვრების მნიშვნელოვან მომენტებზე საუბრობს.

27 წლის ხართ. ფიქრობთ, რომ მზად ხართ ოჯახის შესაქმნელად და ამ პასუხისმგებლობისთვის თუ ჯერ პრიორიტეტი კარიერაა?

ახლა, ამ წუთში რომ მკითხოთ, ვიტყვი, რომ არ მინდა ოჯახის შექმნა, მაგრამ ძალიანაც არ მინდა ამ საქმის გადადება. წელს გათხოვება არც მინდა, არც ვაპირებ და არც კანდიდატურა არსებობს. ძალიან მშვიდად და წყნარად მივყვები ჩემს პირად ცხოვრებას, რადგან ვთვლი, რომ ამ საქმეში სიჩქარე არ ვარგა.

როგორია თქვენთვის იდეალური ოჯახი?

მე ისეთი ოჯახი მაქვს, რომ საკუთარი ოჯახის მიმართაც ბევრი მოთხოვნა მექნება. დიდი ბებიისა და დიდი ბაბუის სიყვარულიც მახსოვს. ბებია-ბაბუებს ორივე მხრიდან იდეალური ოჯახები აქვთ. ჩემს მშობლებზე აღარ მაქვს ლაპარაკი. ძალიან ტკბილად, თბილად და დიდ სიყვარულში გავიზარდე, ამიტომ მეც ასეთი ოჯახი მინდა მქონდეს. რასაც დღესდღეობით ვუყურებ, ასეთი ოჯახები იშვიათია. ჩემი მშობლების თაობაში, მგონი, უმრავლესობა დაშორებულია, რაც ძალიან არ მომწონს. ჩემი ოჯახი უნდა იყოს ნდობაზე, ღირსებასა და სიყვარულზე აგებული.

თქვენი თაობის ბიჭებში ხედავთ ამ ღირებულებების მატარებლებს თუ იშვიათია?

ოღონდ ეს არ გეკითხათ! არავის მინდა ვაწყენინო, მაგრამ ეს ყველაფერი, რაზეც ვისაუბრე, ძალიან დიდი დეფიციტია ჩემი თაობის ბიჭებში. ყოველ შემთხვევაში, მე მიჭირს ისეთი ადამიანის პოვნა, რომ მინიმუმს მაინც აკმაყოფილებდეს იმ ღირებულებების, რომლებიც ჩემთვის ძვირფასია...

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ნანა ლორთქიფანიძის ქალიშვილი რეზი არველაძის უფროს ვაჟს გაჰყვა ცოლად - წყვილი შვილს ელოდება

🎥 „ყველაზე კაშკაშა და ნამდვილი“ - თიკა ფაცაცია ცეცხლოვან კადრებს აქვეყნებს

⭕„წაჩხურობა“ - დღესასწაული, როდესაც უშვილო წყვილები უფალს ბავშვს ავედრებენ

წყარო: fortuna.ge