Digest Logo

მარტის მაგნიტური დღეების კალენდარი

1677867258
მაგნიტური ქარიშხალი

გაზაფხულის პირველი თვე რამდენიმე მაგნიტური ქარიშხლით „დაგვასაჩუქრებს“, თუმცა ისინი საშუალო და დაბალი სიმძლავრის იქნება.

🔵4 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მაგნიტური ქარიშხლები ადამიანებზე განსხვავებულად იმოქმედებს - ზოგს დეპრესიული განწყობა ან შაკიკი შეაწუხებს, ზოგს - ქრონიკული დაავადებები გაუმწვავდება.

საფრთხეს მომზადებული რომ დახვდეთ, შემდეგი თარიღები და პრევენციის საშუალებები უნდა დაიმახსოვროთ:

4 მარტი - საშუალო ინტენსივობის მაგნიტური ქარიშხალი.
12 მარტი - სუსტი ინტენსივობის მაგნიტური ქარიშხალი.
19 მარტი - საშუალო ინტენსივობის მაგნიტური ქარიშხალი.
31 მარტი - საშუალო ინტენსივობის მაგნიტური ქარიშხალი.
გაითვალისწინეთ, რომ მაგნიტური ქარიშხლების პერიოდში ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია:

თავის ტკივილი და თავბრუდახვევა
მადის დაკარგვა
დეპრესიული განწყობა
წნევის მომატება ან შემცირება
ძილის დარღვევა
სახსრების ტკივილი
სისუსტე ან დაღლილობა
ქრონიკული დაავადებების გამწვავება.
როგორ შევამციროთ მაგნიტური ქარიშხლების უარყოფითი გავლენა?

სიმძლავრის დონის გათვალისწინებით, მაგნიტურმა ქარიშხალმა შეიძლება ჯანმრთელ ადამიანზეც კი მოახდინოს გავლენა.

მდგომარეობის შემსუბუქების მიზნით, სახიფათო დღეებში ექიმების მარტივი რეკომენდაციები უნდა შეასრულოთ:

დაიცავით ცხოვრების ჯანსაღი წესი, სწორად იკვებეთ და ივარჯიშეთ.საკმარისად დაისვენეთ და იძინეთ.სვით წყალი და მცენარეული ჩაი.უარი თქვით ალკოჰოლურ სასმელებსა და ცხიმიან საკვებზე.მოერიდეთ სტრესს და ნერვიულობას.მოიმარაგეთ საჭირო მედიკამენტები.  

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵გვანცა დარასელიას ზღაპრული მოგზაურობა მაიამიში - როგორ დროს ატარებს ცნობილი ტელეწამყვანი

🔵„ჩემს ორ ლამაზ დედიკოს ვულოცავ დედის დღეს“ - ნატალია ქუთათელაძე

🔵გარდაიცვალა რეზო ბაბუ, რომელიც ამაყად, დაუღალავად და ჯიუტად აფრიალებდა საქართველოს, ევროკავშირისა და ნატოს დროშებს