Digest Logo

გარდაიცვალა რეზო ბაბუ, რომელიც ამაყად, დაუღალავად და ჯიუტად აფრიალებდა საქართველოს, ევროკავშირისა და ნატოს დროშებს

1677842726
რეზო ბაბურეზო ბაბუ

გარდაიცვალა რეზო ბაბუ, რომელიც ყველა გამართულ აქციაზე პარლამენტის წინ ამაყად, დაუღალავად და ჯიუტად აფრიალებდა საქართველოს, ევროკავშირისა და ნატოს დროშებს. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში „სირცხვილია“ ავრცელებს.

„დღეს დილით ჩვენი უფროსი მეგობარი, რეზო ბაბუ გარდაიცვალა. თუ ერთხელ მაინც დასწრებიხართ აქციას, აუცილებლად შეამჩნევდით პარლამენტის კიბეებთან მდგარ ადამიანს, რომელიც ამაყად, დაუღალავად და ჯიუტად აფრიალებდა საქართველოს, ევროკავშირისა და ნატოს დროშებს.

თავისთან იხმობდა ახალგაზრდებს და ცოტა ხნით მედროშედ აქცევდა ხოლმე. ამბობდა, რომ ისინი მომავლის მედროშეები უნდა გამხდარიყვნენ. რეზო ბაბუს ვპირდებით, რომ მის მიერ აღმართული დროშა მუდამ ღირსეულად და ამაყად იფრიალებს თავისუფალ საქართველოში.

რევაზ ბოჭორიშვილს სწამდა თავისუფალი, გამთლიანებული და ევროპული საქართველოს იდეის და მიიჩნევდა, რომ ქვეყნის სამსახურში ყოფნა თითოეული პატრიოტის ვალია. მან კი თავისი ვალი რუსთაველის გამზირზე 9 აპრილს, 20 ივნისს და საქართველოსთვის სხვა უმნიშვნელოვანეს დღეებში მოიხადა.

რეზო ბაბუ მუდმივად გვამხნევებდა და მოტივაციას გვაძლევდა, ახლა კი გვინდა გთხოვოთ, რომ გვერდში დავუდგეთ მის ოჯახს, რომელსაც მისი გადასვენება ტყიბულში უწევს. გავერთიანდეთ რეზო ბაბუსთვის და ღირსეულად გავაცილოთ საქართველოს უდიდესი გულშემატკივარი.

ვუსამძიმრებთ მის ოჯახს და ვიზიარებთ მათ დიდ მწუხარებას“, - წერია სამძიმრის წერილში.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 რას ეტყოდით დედას, ახლა რომ ამის შანსი გქონდეთ? - გამვლელების ემოციური პასუხები აგატირებთ

🔵„კიდევ ერთი ისტორია უმაგრეს მომღერალზე, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ვერ დააფასეს და სხვა ქვეყანა აღაფრთოვანა!“ - გურამ შეროზია დოდონა ნამორაძეზე

🔵„ქართული აღარ იცის, მაგრამ რად უნდოდა... რომ გაიგო ქართველი ვარ, გული ამოუჯდა. ტელეფონში, ის იქით ტიროდა, მე აქეთ“ - რას წერს დიანა ჭანკოტაძე