Digest Logo

🎥 რას გვპირდებიან ვარსკვლავები ზაფხულში - აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი: „ახლა დაისვენეთ, წლის მეორე ნახევარში დიდი საქმეები გელოდებათ“

1721987876
მიხეილ ცაგარელი

„მზე ლომის ზოდიაქოს ნიშანშია, ეს არის პერიოდი, როცა ყველაზე მაღალ დონეზე ადის კულტურულ-გასართობი ინდუსტრია. სარესტორნო ბიზნესი, ყველა სახის კონცერტი, თეატრები, შოუ, სპექტაკლები, აი, ამის დროა. მზად იყავით იმისთვის, რომ მაქსიმალურად გაერთოთ, ისიამოვნოთ, იმოგზაუროთ და შემდგომ შთაბეჭდილებებით დაბრუნდეთ“,  - ამის შესახებ ასტროლოგ მიხეილ ცაგარელმა გადაცემაში „პოსტ ალიონი“ ისაუბრა.

ასტროლოგის თქმით, საკმაოდ დაძაბული იქნება სექტემბერ-ოქტომბერი მსოფლიოში და ეს იქნება ერთ-ერთი გარდამტეხი პერიოდი სამყაროსთვის. 

„ჩემი თხოვნაა, ახალი იდეები, მოლაპარაკებები, ხელშეკრულებები მოაგვარეთ 4 აგვისტომდე. 4-ში გვაქვს ახალმთვარეობა, მძიმე დღე და უნდა მოერიდოთ ყველანაირ  მნიშვნელოვან საკითხებს. 5-ში კომუნიკაციის, ინტელექტის მმართველი პლანეტა მერკური ხდება უკუმავალი, რეტროგრადული 29 აგვისტომდე. არავითარი ახალი საქმე, იდეა, პროექტი არ უნდა განხორციელდეს. 

ძალიან მნიშვნელოვანია 22 რიცხვი, მზის ქალწულში გადასვლა, სადაც პრაგმატიზმი მოიმატებს. 22-მდე სიყვარულისთვის გვაქვს საუკეთესო დრო, ასევე მგზავრობა-მოგზაურობისთვის. 

8 აგვისტო არის გარდამტეხი, რადგან დედამიწა უარყოფით ენერგოველში შედის. ადამიანი ხდება ეგოისტი, დიქტატორი, ჯანმრთელობის გაუარესების ტენდენცია მოიმატებს, ამიტომ არავითარი ნერვიულობა, გადატვირთვა. დაისვენეთ ადამიანურად, ზედმეტობების გარეშე.

4-8 აგვისტოს შემდეგ მოიმატებს ეკოლოგიური და ტექნოგენური კატასტროფების ტენდენცია. ნუ დაგავიწყდებათ შოვის ტრაგედია, რომელიც ზუსტად ამ პერიოდში მოხდა“, - აღნიშნავს მიხეილ ცაგარელი.

ვერძი - თქვენს ცხოვრებაში სიყვარულის დროა. ყოველ დღე ხდებით უფრო აქტიური. შესაძლებლობები გაქვთ არ ნახული. იმოგზაურეთ, იაქტიურეთ, შეძლებთ დასვენებასაც და მუშაობასაც. 

კურო -  გადადით მშვიდი ცხოვრების რიტმზე, თქვენი ენერგოტონუსი მცირდება და იგრძნობთ, რომ გჭირდებათ დასვენება. 

ტყუპები - ხართ ზე-აქტიური, ენერგიული, მრავალფეროვანი. ყველაფერი გამოგდით, ამიტომ ყველაფერი რაც გიყვართ აკეთეთ. იქნებით საქმეში წარმატებული და პირად ურთიერთობებშიც იქნებით კარგები.

კირჩხიბი - უნდა დაისვენოთ, ენერგოტონუსი აშკარად მცირდება, კარგი იქნება ზღვასთან ურთიერთობა 25 რიცხვამდე. ძველი პროექტებიდან მიიღებთ დივიდენდებს. ნუ გადაიღლებით. 

ლომი - მთავარი ფავორიტი ხართ. ქარიზმატული, მიმზიდველი, კარგი ლიდერი და ორგანიზატორი ხართ. წარმატების მიღწევის შანსები გაქვთ, მაგრამ ნუ გაგეზრდებათ ამბიცია.

ქალწული - ყველაზე რთული პერიოდი გაქვთ, ყოველდღე შემცირდება თქვენი ენერგოტონუსი, დაასვენეთ თქვენი თავი მაქსიმალურად. არავითარი კრიტიკა, ჭორები, ინტრიგები. პერიოდი გაქვთ უიღბლო.

სასწორი - თქვენ გემატებათ ენერგოტონუსი, აქტიური კონტაქტი გჭირდებათ ინტერნეტთან. კარგი იქნება თუ იმიჯს შეიცვლით, ახალი ტანსაცმელი, რაც მეტი სიახლე იქნება თქვენს ცხოვრებაში, უფრო კარგი ენერგიები გექნებათ.

მორიელი - ენერგოტონუსი ეცემა, აგვისტოსკენ იგრძნობთ ამას, დაიღლებით და მოგინდებათ ადამიანურად დასვენება. კარგი პერიოდია იდეების რეალიზაციისთვის, პროფესიული წინსვლისთვის, მაგრამ აგვისტოს 20-მდე ჯობს დაისვენოთ. წლის მეორე ნახევარში დიდი საქმეები გელოდებათ.

მშვილდოსანი - კარგი იქნება მოგზაურობები, მივლინებები, საინტერესო ურთიერთობები, დივიდენდები. ხართ ოპტიმისტი, რაც წარმატების მოტანის ერთ-ერთი ფაქტორია. ხართ ენერგიულები.

თხის რქა - დაისვენეთ 1-იდან 20 აგვისტომდე, რადგან ენერგოტონუსი დაბალი გაქვთ, ჯიუტდებით, რაც კონფლიქტის საფუძველი ხდება განსაკუთრებით პარტნიორულ ურთიერთობისთვის. 

მერწყული - გაქვთ ძალიან კარგი პერიოდი, აქტიური, ენერგიული ხართ. შესაძლებლობებიც გაქვთ ძალიან მაღალი. ნუ იქნებით ზედმეტად მიმნდობი. სასიყვარულო ურთიერთობების ჩამოყალიბების საშუალება მოგეცემათ. 

თევზები - ენერგოტონუსი მცირდება, ამიტომ კარგად დაისვენეთ. ეს ის პერიოდია, როცა თქვენი აზრები დალაგდება, საქმეები მოწესრიგდება და მოემზადეთ სექტემბრისთვის. 

ასევე დაგაინტერესებთ:

„ასეთია ჩემი ზღაპრის გმირის ნაჩუქარი პირველი საოცრება, დიდი სიყვარულის სხივი „მამას ჟიფარი“ - ნათია ბანძელაძის ემოციური წერილი შვილს

„კვალი არ აგვრევია, ქედით ვაპირებდით გადმოსვლას, დათვი შეგხვდა და ამიტომ წამოვედით ტყით“ - გიორგი გვიჩიანის პირველი კომენტარი

„მოულოდნელად დასრულდა ჩვენი აკუსტიკური მოგზაურობა“ - გადაცემას „აკუსტიკა“ მებო ნუცუბიძე და მაკო მჭედლიშვილი აღარ წაიყვანენ