Digest Logo

„მეხსიერება და კონცენტრაცია ტვინის იზოლირებული ფუნქციები არ არიან...“ - ექიმი ლაშა ჯაყელი საინტერესო პოსტს აქვეყნებს

1742043560
ლაშა ჯაყელი

ექიმი ლაშა ჯაყელი, რომელიც 12 წლის განმავლობაში ამერიკაში მუშაობდა და საკმაოდ ბევრი გამოცდილება დააგროვა, სამშობლოში დაბრუნდა და საზოგადოებას პერიოდულად რეკომენდაციებს უზიარებს.

როგორც თავად ამბობს, ექიმად გახდომის მიმავალ გზაზე ბევრი გაუფილტრავი სიმართლე აღმოაჩინა, რომელიც საზოგადოებისთვის უცნობია და მზადაა ისაუბროს გარკვეულ სამედიცინო პროცედურებზე, რომელთა მსხვერპლი მსოფლიოში ასობით ადამიანი ხდება.

ამჯერად ლაშა ჯაყელი სოციალურ ქსელში აქვეყნებს მორიგ საინტერესო პოსტს, რომელსაც „დაიჯესტი“ უცვლელად გთავაზობთ:

„რაც მინდა დღეს დაგანახო, არის რომ მეხსიერება და კონცენტრაცია ტვინის იზოლირებული ფუნქციები არ არიან.
არამედ, ისინი მთელი ორგანიზმის ჯანმრთელობაზე არიან დამოკიდებულნი. რასაც გასული 13 წლის განმავლობაში მივაგენი არის ის შემდეგი:

თუ ჩვენ ადამიანის 5 ფიზიოლოგიურ სისტემას მოვაწესრიგებთ, ჯანმრთელობის სხვადასხვა სიმპტომები თავისით ალაგდებიან. ეს სისტემები ერთი ხის ტოტებად შეგიძლია წარმოიდგინო.

ერთ ტოტზეა ნეიროენდოკრინული სისტემა (სტრესი, განწყობა, აუტონომიური რეგულაცია)

მეორე ტოტზეა მეტაბოლიზმი & მიტოქონდრიული ჯანმრთელობა (ენერგია, ჰორმონალური ბალანსი)

მესამე ტოტზეა იმუნიტეტი & ანთება

მეოთხე ტოტზეა ნაწლავ-ტვინის ღერძი და მიკრობიომი

მეხუთე ტოტზეა ცირკადული რითმი & ძილ-ღვიძილი (ბიოლოგიური რითმები)

როცა ხის ყველა ძირეული ტოტი ჯანსაღადაა, ხის ფოთლებიც ბედნიერად არიან ხოლო, როცა ხე ხმება ეს ფოთლებზეც აისახება (ფოთლები მეხსიერების მეტაფორად წარმოიდიგნე)“, - წერს ლაშა ჯაყელი სოციალურ ქსელში.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 დონალდ ტრამპი ილონ მასკის შვილთან ერთად სეირნობს - რა კადრები ვრცელდება სოციალურ ქსელში?

🎥 „ცნობილ ბიზნესმენს დახვდებიან, მისი გარდაცვალების სცენა მიდგას თვალწინ...“ - რა იწინასწარმეტყველა გოგა მანიამ 9 მარტს?

⭕ვინ არის კანიბალი მერაბ „სოხუმსკი“, რომელსაც 14 მარტს ჭავჭავაძის გამზირზე ძმა მოუკლეს? - ქურდული სამყაროს ინტრიგები