
საქართველოში ერთ-ერთი უძლიერესი ეზოტერიკოსი გოგა მანია სოციალურ ქსელში საზოგადოებას პერიოდულად საკუთარ წინასწარმეტყველებებს და რჩევებს უზიარებს. მან სულ რაღაც 33 წლის ასაკში მოახერხა, რომ საკუთარი ტრაგიკული ცხოვრება იმ მამოძრავებელ ძალად ექცია, რითაც ადამიანებს წლებია ეხმარება. მას ძირითადად, ჯადო, ენერგეტიკულად დაზიანებული და კონკრეტულ ქმედებებზე დამოკიდებული ადამიანები მიმართავენ, რომლებსაც ამ ყველაფრისგან გათავისუფლება სურთ.
გოგა მანიამ მიმდინარე თვის ცხრა მარტს გავრცელებულ ვიდეოში ისაუბრა ცნობილი ბიზნესმენის მკვლელობაზე, 14 მარტს კი თბილისის ცენტრში მართლაც მოკლეს, პირი რომელიც ბიზნესმენთან ერთად კანონიერი ქურდის, მერაბ ჯანგველაძის ძმა გახლდათ:
„დაიჯესტი“ გთავაზობთ გოგა მანიას მიერ ცხრა მარტს გავრცელებული ვიდეოდან ამონარიდს:
„გარდაიცვლება ცნობილი ბიზნესმენი. მას დახვდებიან აუცილებლად მისი გარდაცვალება მიდგას თვალწინ სცენა. ომები ასე მარტივად არ მთავრდება.
საქართველოს ენერგოტონუსი იწყებს მაღლა აწევას. სამი მღვდლის გარდაცვალება იქნება. პირველი რომის პაპი, საქართველოშიც გარდაცვალება და დიდი ცვლილებები. ერთ-ერთი მათგანი თავს იკლავს ციხეში, სუიციდით მთავრდება. გაუფრთხილდით ბავშვებს. გაზით აფეთქება იქნება საქართველოში და ცეცხლი უკიდია. ერთ-ერთი რესტორნის ტრაგედია განმეორდება. მატარებელს ეჯახება მანქანა საქართველოში ხდება და ყურადღებით იყავით. მეტროებთან, რელსებთან ყურადღებით იყავით. სუიციდი ხიდიდან“, - ამბობდა გოგა მანია.
ამასთან გოგა მანიამ ამავე ვიდეოში ისაუბრა იტალიაში, რუსეთში თურქეთსა და საბერძნეთში მოსალოდნელი მიწისძვრებისა და წყალდიდობების შესახებ:
„წყლის და ცეცხლის პრობლემა წელს განსაკუთრებით წინა პლანზე წამოიწევს როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში. მოსალოდნელია რუსეთში მიწისძვრა და ნგრევა. ასევე ვულკანის ამოფრქვევა. ძლიერი მიწისძვრა იქნება თურქეთში ათენსა და იტალიაში“, - იწინასწარმეტყველა გოგა მანიამ.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ +29 გრადუსი - 15 მარტის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით