
„დღევანდელი დღის მმართველი პლანეტა მერკურია, ეცადეთ დაეხმაროთ თქვენ მეგობრებს და იყოთ კეთილები“, - ამის შესახებ ასტროლოგმა ნინა სუსლოვამ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა და საზოგადოებას რეკომენდაციები გაუზიარა.
რაც შეეხება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს, მათი 5 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ასე გამოიყურება 👇
ვერძი - პირველი ნახევარი უფრო პოზიტიურია და სჯობს მნიშვენლოვანი საქმეები სწორედ ამ დროს გააკეთოთ.
კურო - გამოიჩინეთ სიფრთხილე, შეიძლება გქონდეთ გაუთვალისწინებელი ხარჯები, არ გარისკოთ და არ გადადგათ დაუფიქრებელი ნაბიჯები.
ტყუპები - ეცადეთ ეს დღე დაუთმოთ იმას რაც პრიორიტეტულია და სწორად განსაზღვრეთ საკუთარი ენერგია.
კირჩხიბი - მნიშნველოვანი დღეა, შეიძლება გაიგოთ ახალი ინფორმაცია თქვენ პრობლემაზე და ეცადეთ არ აჰყვეთ ემოციებს.
ლომი - პატივი ეცით სხვა ადამიანების რჩევებს, არ იყოთ ჯიუტები და გაითვალისწინეთ სხვისი რჩევებიც.
ქალწული - ეცადეთ მეტად ლმობიერები იყოთ და არიყოთ კრიტიკულები.
სასწორი - დამღლელი დღე გელოდებათ, თუმცა არ არის აუცილებელი ყველაფერს ყურადღება მიაქციოთ.
მორიელი - გმართებთ კეთილგონიერება და ნებისმიერი საბუთები გქონდეთ წესრიგში. ეცადეთ არ გადადგათ დაუფიქრებელი ნაბიჯები.
მშვილდოსანი - სწორად გამოიყენეთ თქვენი ენერგია, იმოქმედეთ და ნაკლები ილაპრაკეთ.
თხის რქა - იყავით გულახდილები და თუ რამე გაწუხებთ გაუზიარეთ ახლობლებს. ეცადეთ განიტვირთოთ.
მერწყული - შეიძლება მიხვდეთ რომ დაშვებული შეცდომების გამო პრობლემები იჩენს თავს, მაგრამ ეცადეთ შეინარჩნოთ სიმშვიდე, რათა იპოვოთ გამოსავალი.
თევზები - არ გამოეკიდოთ ყველა წვრილამსნ, იყავით მშვიდები და ლოიალურები.
⭕აგრეთვე დაგაინტერესებთ: