Digest Logo

ნოემბრის საშიში დღეები - მაგნიტური ქარიშხლების ზუსტი კალენდარი

1667638555
მაგნიტური ქარიშხლები

მზეზე მომხდარმა აფეთქებებმა, რომლებიც მაგნიტური ქარიშხლების მიზეზი ხდება, შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს ჩვენს ჯანმრთელობაზე და გეგმების შეცვლაც კი გვაიძულოს. მაგნიტური ქარიშხლების კალენდრის ცოდნა დაგეხმარებათ, სხეული მოსალოდნელი ზემოქმედებისთვის მოვამზადოთ.

მაგნიტური ქარიშხლების კალენდარი 2022 წლის ოქტომბერში:

1-6 ნოემბერი − თვის პირველი მაგნიტური შტორმი, პიკით 5 ნოემბერს. ოთხბალიანი ქარიშხლის სიმძლავრე პიკზე G1 დონეს, ანუ 5 ბალს მიაღწევს.
 
10-12 ნოემბერი − თვის მეორე მაგნიტური შტორმი პიკით, ანუ G1 დონით (5 ბალი) დაიწყება, მომდევნო ორ დღეში კი ოთხ ბალამდე დაიწევს.
 
18-19 ნოემბერი − თვის მესამე მაგნიტური ქარიშხალი ყველაზე ხანმოკლე იქნება და მხოლოდ ორი დღე გაგრძელდება. 18-ში მისი სიძლიერე G1 დონეს, ანუ 5 ბალს მიაღწევს, ხოლო 19-ში ოთხ ბალზე ჩამოვა.
 
24-26 ნოემბერი − თვის ბოლო მაგნიტური ქარიშხალი, პიკით 25 ნოემბერს, რა დროსაც მისი სიმძლავრე G1 დონეს, ანუ 5 ბალს მიაღწევს. 4 და 6 ნოემბერს შტორმის სიმძლავრე ოთხი ბალი იქნება.

რა არის მაგნიტური ქარიშხლები?

ასტრონომების განმარტებით, მაგნიტური ქარიშხლები მზეზე აფეთქებების შედეგად წარმოიშვება. ამ დროს კოსმოსურ სივრცეში უზარმაზარი რაოდენობის პროტონები და ელექტრონები გაიტყორცნება. ისინი დედამიწას ერთ დღე-ღამეში აღწევს და მის მაგნიტურ ველს ცვლის.

რაც უფრო ძლიერია აფეთქება, მით უფრო დიდია გამოტყორცნილი ნაწილაკების ნაკადი და უფრო მაღალია დედამიწის მაგნიტური ველის ცვლილება.

მაგნიტური ქარიშხლები გავლენას ახდენს ცხოვრების ბევრ სფეროზე. დიდია შეფერხებების ალბათობა საკომუნიკაციო სისტემებისა და სანავიგაციო მოწყობილობების მუშაობაში.

გარდა ამისა, ის გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე და განსაკუთრებით საშიშია მათთვის, ვისაც გულთან და წნევასთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებს. სტატისტიკის მიხედვით, მაგნიტური დარღვევების დღეებში ინფარქტისა და ინსულტის სიხშირე იზრდება.

აღსანიშნავია, რომ მაგნიტურ ქარიშხლებსა და ადამიანის ჯანმრთელობას შორის კავშირი ჯერ კიდევ 1930-იან წლებში შენიშნეს საფრანგეთში.

რეკომენდაციები ექიმებისგან როგორ შევამსუბუქოთ მაგნიტური ქარიშხლების გავლენა ჯანმრთელობაზე: დაწექით დასაძინებლად შეძლებისდაგვარად ადრე – ძილის დროს გამოყოფილი მელატონინი ეხმარება ორგანიზმს აღდგენაში და ასევე ნორმაში მოჰყავს სისხლის წნევა; გაღვიძებისას კი (განსაკუთრებით ჰიპერტონიკები) არ უნდა წამოდგეთ საწოლიდან მკვეთრად; კარგია კონტრასტული შხაპის მიღება – ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას თქვენი ჯანმრთელობისთვის უკუჩვენება არ აქვს; დღის განმავლობაში ერთხელ მაინც უნდა გაისეირნოთ ჰაერზე, ან, უკიდურეს შემთხვევაში, რამდენჯერმე გაანიავოთ ოთახი – სუფთა ჰაერი დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე; არ არის რეკომენდებული ალკოჰოლური სასმელებისა და ყავის მიღება, ასევე თამბაქოს მოწევა; საუკეთესო მენიუ ასეთ დღეებში არის ხილი, ბოსტნეული, ფაფები, ქათმის მოხარშული ხორცი და თევზეული; მიიღეთ ტკივილგამაყუჩებელი, დამამშვიდებელი და მატონიზირებელი პრეპარატები, რომლებიც ექიმის მიერ გაქვთ დანიშნული; ნერვული აშლილობისას საუკეთესოა ნატურალური დამამშვიდებელი საშუალებების მიღება – კატაბალახას (ვალერიანი), ბარამბოსა თუ შავბალახას ნახარში ან ნაყენი; კარგი იქნება, თუ სტრესს თავს აარიდებთ და სხვა დროისთვის გადადებთ მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრას.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵კარგი დღეა საერთო საქმეების შესრულებისა და გეგმების დასახვისთვის - მიხეილ ცაგარელი

🔵„ზომბი ჟურნალისტები, კეზერაშვილის დიადი ამოცანის ინტერესების სამსახურში საქართველოს ისტორიას აყალბებენ ბოლშევიკებივით“ - ჩერგოლეიშვილი ტვ ფორმულაზე

🔵„პოლიციელი, რომელმაც ხვიჩას მანქანა იპოვა, ნახევრად ქართველი აღმოჩნდა“ - პოსტის ავტორი ხუმრობის მიზეზს განმარტავს

წყარო: sputnik-georgia.com