ინდური ხალხური მედიცინის „აიურვედას“ ექსპერტი არუნ ხათრი საზოგადოებას პერიოდულად სასარგებლო ინფორმაციას უზიარებს „იუთუბის“ საკუთარ არხზე. იგი ოჯახთან ერთად წლებია საქართველოში ცხოვრობს და ქართულ ენასაც კარგად ფლობს. მისი მეუღლე ქართველია, წყვილს სამი შვილი ჰყავს.
იგი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს სტატუსს ოჯახურ თემებზე, თუ სამედიცინო საკითხებზე.
ამჯერად მან გამომწერებს ახალი პოსტი გაუზიარა, სადაც ნუშის რძეზე და მის სასარგებლო თვისებებზე წერს:
„ნუშის რძე ბევრად უკეთესია, ვიდრე ძროხის რძე.
დღეს ბევრ ადამიანს აქვს ლაქტოზის აუტანლობა — გაბერვა, შებერილობა, კუჭ–ნაწლავის პრობლემები და თუნდაც აკნე ახალგაზრდებში.
ნუშის რძე კი ბუნებრივად ლაქტოზის გარეშეა, უფრო მსუბუქი მონელებაში, დაბალი კალორიებით და სავსეა ვიტამინებით.
თუ კანი გღალატობს ან კუჭი გაწუხებს, ზოგჯერ მხოლოდ რძის შეცვლაც საკმარისია.
აირჩიე ის, რაც შენს სხეულს უხდება“, - წერს არუნ ხათრი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕იოჰან სებასტიან ბახის დაკარგული ნაწარმოები 320 წლის განმავლობაში პირველად შესრულდა