თვალზე ოპერაციის გაკეთებას ყოველთვის ახლავს ხოლმე შიში პაციენტების მხრიდან - როგორ შეიძლება ვმართოთ ეს შიში, ამის შესახებ „კოტკასტში“ ოფთალმოლოგი, ოფთალმოქირურგი ვახტანგ ჯავრიშვილი საუბრობს და გვიზიარებს მნიშვნელოვან ინფორმაციას რა უპირატესობები აქვს ოპერაციის გაკეთებას SMILE (Small Incision Lenticule Extraction) მეთოდით, როგორ მიმდინარეობს ეს ყველაფერი და როდის აღდგება მხედველობა სრულად.
„ტექნოლოგია და გამოცდილება ეს ორი რამ არის, რომელიც ადამიანს პირველ რიგში უნდა დაეხმაროს შიშის დაძლევაში, როდესაც სურს თვალზე ოპერაციის გაკეთება.
ფემტოწამობრივი (ფემტოსეკუნდური, SMILE) ლაზერი თანამედროვე ოფთალმოლოგიაში გამოიყენება უმტკივნეულო და უკონტაქტო ოპერაციებისთვის, რომლებიც ქირურგიულ დანას (სკალპელს) ანაცვლებს. ეს ტექნოლოგია სინათლის ულტრამოკლე იმპულსებით ქსოვილს მიკრონული სიზუსტით აშორებს, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს გართულებების რისკს და აჩქარებს რეაბილიტაციას - ამ აპარატის ერთ-ერთი დახვეწილობა არის უმტკივნეულოა.
ამ ოპერაციას დაახლოებით 7-10 წუთი სჭირდება და პაციენტები, რომლებსაც ვეკითხები რამე იგრძნეს ან ეტკინათ ყველა ამბობს, რომ მცოდნოდა ასეთ უმტკივნეულო იყო აქამდე გავიკეთბედიო“, - ამბობს ექიმი.
როგორც ოფთალმოქირურგი ვახტანგ ჯავრიშვილი საუბრობს ორივე თვალზე ერთდროულად კეთდება აღნიშნული ოპერაცია.
„ბევრ პაციენტს ეგ ეშინია, რომ: „თვალი გავამოძრაო ოპერაციის დროს, ხომ არ დავბრმავდებიო? - არა, არაფერი არ მოგივათ“. ყველაზე ცუდ სიტუაციაში, თუნდაც პაციენტი ადგეს და წავიდეს საოპერაციოდან იგივე მდგომარეობაში წავა, როგორშიც შემოვიდა, ანუ ამ მეთოდით ოპერაცია პაციენტს ზიანს არ აყენებს. ოპერაციის დასრულებისთანავე დგება უკეთესი შედეგი, თუმც 100%-იანი მხედველობა 1 დღეში აქვთ უკვე“, - ამბობს ოფთალმოლოგი.
ვრცლად, ნახეთ ვიდეო:
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕რატომ არ უნდა გადავიდოთ ფეხი ფეხზე? – რა საფრთხეებს შეიცავს ეს ერთი შეხედვით უწყინარი ჩვევა
🎥 „ყველაფერში ნიჭიერია ეს პატარა გოგო“ - ანნა სულაბერიძის შესანიშნავი შესრულება
⭕„ლილიტის მახე“ – რატომ უნდა ვიყოთ განსაკუთრებით ფრთხილად 13 ნოემბერს და რას უნდა მოვერიდოთ?