ფიტნესინსტრუქტორი, ნუტრიციოლოგიის რეზიდენტი და სერტიფიცირებული მანუალ-თერაპევტი, მამუკა რაშოიანი სოციალურ ქსელში გაცხიმოვნებაზე წერს. მისი თქმით, ეს არის შინაგანი დისბალანსის სიგნალი, რომელიც გავლენას ახდენს გულზე, ჰორმონებზე, ღვიძლზე და მთლიანად ენერგიაზე.
გარდა ამისა, მამუკა რაშოიანი 5 პროდუქტს ასახელებს, რაც გაცხიმოვნების მართვაში დაგეხმარებათ:
„გაცხიმოვნება - როცა ორგანიზმი გეუბნება „შეცვალე რაღაც!”.
გაცხიმოვნება მხოლოდ გარეგნობაზე არ მოქმედებს, ეს არის შინაგანი დისბალანსის სიგნალი, რომელიც გავლენას ახდენს გულზე, ჰორმონებზე, ღვიძლზე და მთლიანად ენერგიაზე.
რა იწვევს გაცხიმოვნებას:
ზედმეტი შაქარი და მარტივი ნახშირწყლები;
უმოძრაო ცხოვრების წესი;
ქრონიკული სტრესი და ძილის უკმარისობა;
გადამუშავებული და ცხიმიანი საკვები;
ჰორმონალური დისბალანსი.
5 სასარგებლო პროდუქტი (კომბინაციებით), რომლებიც ეხმარება გაცხიმოვნების მართვაში:
1. მწვანე ჩაი + ლიმონი – ასუფთავებს ორგანიზმს და აჩქარებს მეტაბოლიზმს
2. ავოკადო + კვერცხი – ჯანსაღი ცხიმები და ცილა, რომელიც შიმშილს ამცირებს
3. ქინოა + ბოსტნეული – მაღალი ბოჭკო და დაბალი გლიკემიური ინდექსი
4. იოგურტი + კენკრა – ნაწლავების მიკროფლორის ბალანსი და ტკბილი ალტერნატივა
5. თევზი + ოხრახუში – ომეგა-3 ცხიმები და დეტოქსს ეფექტი
5 არასასურველი პროდუქტი გაცხიმოვნებისას:
1. შაქრიანი სასმელები
2. თეთრი პური და ფქვილის ნაწარმი
3. ტკბილეული და დესერტები
4. შემწვარი და გადამუშავებული საკვები
5. ალკოჰოლი
გაცხიმოვნების შესაძლო უკუჩვენებები:
არტერიული წნევის მატება;
დიაბეტის განვითარების რისკი;
ღვიძლის ცხიმოვანი გადაგვარება;
გულისა და სისხლძარღვების დაავადებები;
ჰორმონალური დარღვევები და დაღლილობა“, - წერს მამუკა რაშოიანი.
ასევე დაგაინტერესებთ: