Digest Logo

🎥 ორი ჭიქა ცხელი წყალი და „ტარაკანის პოზა“ - რჩევები მუცლის ცხიმის შესამცირებლად ნინო ვაშაკიძისგან

1774944286
ნინო ვაშაკიძე

ჯანმრთელი ცხოვრების წესის პოპულარობა დღითი დღე იზრდება, და სულ უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება მარტივი, ყოველდღიური რუტინებით, რომლებიც ორგანიზმის გაჯანსაღებას უწყობს ხელს. ერთ-ერთ ასეთ პრაქტიკაზე საუბრობს  ტრადიციული მედიცინის სპეციალისტი ნინო ვაშაკიძე, რომელიც დილის დაწყებისთვის რამდენიმე განსხვავებულ და საინტერესო რეკომენდაციას გვიზიარებს გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“.

„იოგაში არის ტარაკნის პოზა: ზურგზე წევხარ, ხელები და ფეხები აწეული გაქვს და ფართხალებ, ვიბრაციას აკეთებ. ეს არის ლიმფოდრენაჟი.

დილას, რომ იღვიძებ, გააკეთე ეს მოძრაობა. დალიეთ ორი ჭიქა ცხელი წყალი (მთლად მდუღარე ნუ იქნება). ამ დროს ნაღვლის ბუშტის სითხე გადმოდის და ზუსტად ეგ არის ნაღვლის ფუნქცია, ცხიმის დამუშავება. ფეირისავით არის ჩვენი ორგანიზმისთვის, თითქოს „რეცხავს“.

მე ამას ზამთარში ვაკეთებ, ზაფხულში არ შემიძლია. კარგი იქნება, თუ წყალში ოთახის ტემპერატურის წყალბადის ზეჟანგს გაურევთ.

თუ გაქვთ ძალიან დიდი წონა ან თიაქარი, მსგავსი მოძრაობების ან პროცედურების გაკეთება არ შეიძლება.

ასევე შეგიძლიათ მცირე ვარჯიში, ფეხის წვერის მარტივი მოძრაობა შეასრულოთ, რაც დაფერთხვის და ორგანიზმის გამოცოცხლების ფუნქციას ასრულებს“, - აღნიშნა ნინო ვაშაკიძემ.

მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „გადავწყვიტეთ, ასე წავიდეთ“ - თამაზა და გიორგი ნაზღაიძე რიკი მარტინის კონცერტზე წასასვლელად ემზადებიან

⭕ ფინანსური სუვერენიტეტი და მატერიალური გრავიტაცია: რა იცვლება 30 მარტიდან? - რას წერს რამაზ გიგაური

⭕„ღვთის სასუფეველი მებრძოლი ეკლესიით იწყება...“ - რას ამბობს დეკანოზი თეოდორე გიგნაძე