Digest Logo

🎥 ოთხი ნიშანი იმისა, რომ სწრაფად გაიზარდეთ და ბავშვად ყოფნა ვერ მოასწარით - ფსიქოთერაპევტის განმარტება

1763663608
ლეილა ლომუაშვილი

ფსიქოთერაპევტი ლეილა ლომუაშვილი სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს და იმ 4 ნიშანზე საუბრობს, რისი მიხედვითაც გაიგებთ, რომ იმდენად სწრაფად გაიზარდეთ, რომ ბავშვად ყოფნა ვერ მოასწარით:

„ᲝᲗᲮᲘ ᲜᲘᲨᲐᲜᲘ ᲘᲛᲘᲡᲐ, ᲠᲝᲛ ᲡᲬᲠᲐᲤᲐᲓ ᲒᲐᲘᲖᲐᲠᲓᲔᲗ ᲓᲐ ᲑᲐᲕᲨᲕᲐᲓ ᲧᲝᲤᲜᲐ ᲕᲔᲠ ᲛᲝᲐᲡᲬᲐᲠᲘᲗ.

1. თქვენ მიჩვეული ხართ „ყველაფრის საკუთარ თავში შენახვას”

ბავშვობაში გაკრიტიკებდნენ და განგსჯიდნენ ბუნებრივი ემოციების გამოც კი - სევდის, ბრაზის, ტირილის გამო. ტვინი სწრაფად მიეჩვია: გრძნობების გამოხატვა საშიშია, ჯობია გაჩუმდე.

ასე ყალიბდება ქრონიკული შინაგანი დაძაბულობა — ორგანიზმი ცხოვრობს რეჟიმში „საფრთხე ახლოსაა“. ემოციები არ ქრება, არამედ გროვდება, რაც იწვევს დაღლილობას, შფოთვას, ძილისა და კონცენტრაციის პრობლემებს.

2. თქვენ არ ითხოვთ დახმარებას

თხოვნა ნიშნავს მოწყვლადობის აღიარებას. წარსულში კი მოწყვლადობის გამო, დიდი ალბათობით, გრცხვენოდათ.
ამიტომ დღეს ყველაფერს დამოუკიდებლად აკეთებთ, მაშინაც კი, როცა ვერ უმკლავდებით.
ეს არ არის ძალა, არამედ დამცავი სცენარი: ფსიქიკა არ ენდობა არავის, გარდა საკუთარი თავისა. აქედან მოდის მარტოობის შეგრძნება, სხვა ადამიანებთან ახლოს ყოფნის დროსაც კი.

3. თქვენთვის რთულია იყოთ ბუნებრივი

თქვენ მუდმივად აკონტროლებთ საკუთარ თავს - სიტყვებს, გამომეტყველებას, ქცევას. ნებისმიერი სპონტანურობა შფოთვას იწვევს.

ტვინი რეაგირებს ისე, თითქოს ნებისმიერი „არასწორი“ გამოვლინება სასჯელს მოიტანს. შედეგი — ემოციური გადაწვა და შეგრძნება, რომ ცხოვრობთ „ავტოპილოტზე“ და არა საკუთარი ნამდვილი მეს მიხედვით.

4. გაღიზიანებთ ადამიანები, რომლებიც წუწუნებენ, ან ზედმეტად თანაუგრძნობთ მათ

ორივე რეაქცია გადატანის (ტრანსფერის) შედეგია. გაღიზიანებთ ისინი, ვინც საკუთარ თავს იმის უფლებას აძლევს, რაც თქვენ გეკრძალებოდათ. ზედმეტი თანაგრძნობა კი არის მცდელობა, სხვებს მისცეთ ის, რაც თქვენ თვითონ დაგაკლდათ.

ეს არ არის უგულობა ან ჰიპერმგრძნობელობა, არამედ გადაუწყვეტელი შინაგანი კონფლიქტის ნიშანია „ზრდასრულს, რომელსაც ევალება“ და „ბავშვს, რომელსაც არ აქვს უფლება“- ს შორის“, - წერს ლეილა ლომუაშვილი. 

ასევე დაგაინტერესებთ:

„ძალიან მაგარი გოგო ხარ, სიტყვები არ მაქვს“ - როგორ აფასებენ თამო ვაშალომიძის ახალ ფოტოებს

რა არ უნდა იდოს საფულეში ფულთან ერთად, არავითარ შემთხვევაში, რომ თქვენმა ფინანსურმა ენერგიამ სწორად იმუშაოს! - თათია გარანიძის განმარტება

🎥 „არის პერიოდი, როდესაც შეგიძლია მოიხსნა უამრავი ემოციური ტვირთი...“ - ზოდიაქოს რომელი ნიშნისთვის იქნება ახალმთვარეობა მორიელში ნეგატიური/ჰარმონიული