მსახიობი, ფოტომოდელი, ინფლუენსერი და თავის მოვლის ბრენდის – „თამოსკინის“ დამფუძნებელი თამო ვაშალომიძე, რამდენიმე თვის უკან მილანის მოდის კვირეულზე იმყოფებოდა, სადაც საკუთარი ბრენდი წარადგინა.
ამჯერად იგი სოციალურ ქსელში ფოტოებს გვიზიარებს, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა:
„ძალიან მაგარი გოგო ხარ, სიტყვები არ მაქვს“.
„საოცრება“.
„სულ ღიმილიანი და ბედნიერი უნდა იყო“, - წერენ კომენტარებში.
ცოტა ხნის წინ მსახიობი მეუღლეს აკა სამხარაძეს დაშორდა.
როგორც ცნობილია, მას ყოფილი ქმრის სახლიდან გადასვლა მოუწია და ახლა შვილებთან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს.
გარდა ამისა, თამომ სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა, საიდანაც ირკვევა, რომ აკამ მანქანაც დაიბრუნა, რის გამოც მსახიობს ახალი ავტომობილის შეძენა მოუწია.

ასევე დაგაინტერესებთ: