Digest Logo

🎥 ოზემპიკი თუ ბარიატრია? - ენდოკრინოლოგის განმარტება ხშირად დასმულ კითხვებსა და მითებზე!

1768205838
ოზემპიკი თუ ბარიატრია

ზედმეტი წონა თანამედროვე სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ ჯანმრთელობის გამოწვევად იქცა. წონის კლების გზების ძიებისას ადამიანები სულ უფრო ხშირად დგებიან არჩევანის წინაშე: მედიკამენტური მკურნალობა თუ ქირურგიული ჩარევა. ბოლო წლებში განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა პრეპარატმა ოზემპიკმა, რომელმაც ბევრი ადამიანის ყურადღება მიიპყრო როგორც შედარებით მარტივმა გზამ წონის დასაკლებად.

პარალელურად, ბარიატრიული ოპერაცია კვლავ რჩება ყველაზე ეფექტურ და რადიკალურ მეთოდად მძიმე სიმსუქნის დროს. რომელია უკეთესი არჩევანი, რა შემთხვევაში სჯობს ერთი მეთოდი მეორეს და რას უნდა ველოდოთ თითოეული მათგანისგან — ამ კითხვებზე პასუხის პოვნა აუცილებელია გონივრული და უსაფრთხო გადაწყვეტილების მისაღებად.

ამ აქტუალური თემის შესახებ ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგი ეკატერინე წაქაძე საუბრობს და რჩევებს გვიზიარებს.

„გააჩნია პაციენტის მდგომარეობას და წონას. ოზემპიკი თუ 10-15 კილო აქვს დასაკლები და აქვს თანხმლები მეტაბოლური დარღვევები, შესაძლოა ოზემპიკმა მიგვიყვანოს ამ შედეგამდე, რომ გამოვასწოროთ ეს მდგომარეობა. 

თუმცა თუ პაციენტს აქვს დასაკლები 50 კილო, ოზემპიკი ამ შედეგამდე ვერ მიგვიყვანს, ვერანაირად. თუმცა ვისაც არც ისე დიდი წონა აქვს და აქვს მეტაბოლური დარღვევები ასეთ დროს შეგვიძლია შევთავაზოთ საწყის ეტაპზე ოზემპიკით მკურნალობა“, - ამბობს ეკატერინე წაქაძე. 

მან ასევე ოზემპიკის ირგვლივ არსებულ მითებზე და გვერდით მოვლენებზე ისაუბრა. 

„ოზემპიკი არ იწვევს სიბრმავეს, ვისაც აქვს ხანგრძლივი დიაბეტი 10 წელი და მეტი, დართული აქვს თვალის ბადურის დაზიანება ასეთ პაციენტში გამოვლინდა, რომ შესაძლოა გააუარესოს მხედველობა. თუმცა ჯანმრთელ ადამიანს, რომელსაც მხედველობის არაფერი პრობლემა არ აქვს, არანაირ ცვლილებას არ იწვევს ოზემპიკი. 

არ შეიძლება ოზემპიკის თვითნებურად მიღება!, ასევე არ შეიძლება ოზემპიკის მიღება ფარისებრი ჯირკვლის მედულარული კარცინომის დროს!, ან თუ ოჯახის წევრებში ვინმეს ჰქონდა მსგავსი დაავადება, ასევე თუ მძიმე რეტინოპათია აქვს და აქვს ქრონიკული პანკრეატიტი. 

გვერდითი მოვლენები, რაც ოზემპიკს აქვს ეს არის - გულისრევის შეგრძნება და იშვიათად ღებინება“, - ამბობს ენდოკრინოლოგი.

🔵 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵ნიცა თავაძე იუბილარია - როგორ მიულოცა ხვიჩა კვარაცხელიამ მეუღლეს დაბადების დღე

🔵„12 იანვარს უნდა აანთოთ სანთელი თქვენი ბინის ან ოფისის სამხრეთ-აღმოსავლეთ სექტორში“ – მინეროლოგი რიტუალს გვიზიარებს

🔵„ამ ქიმიკატებს ფარისებრ ჯირკვალზე ათავსებთ...“: რატომ არ უნდა შეისხუროთ სუნამო კისერზე? - არუნ ხათრის გაფრთხილება საზოგადოებას