Digest Logo

პაპილომავირუსზე აცრას უფასოდ 27-დან 45 წლამდე ასაკის ქალებიც შეძლებენ

1695289337
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ასაკობრივი ჯგუფი გაიზარდა.

ახალი რეგულაციების მიხედვით ვაქცინაციის უფასოდ ჩატარება შეუძლიათ გოგონებსა და ქალებს 10-დან - 45 წლის ჩათვლით, ხოლო ბიჭებსა და კაცებს 10-დან 26 წლის ჩათვლით.

NCDC-ს ცნობით, 15 წლამდე გოგონებისა და ბიჭებისთვის აცრების კურსი ორდოზიანია და აცრებს შორის მინიმალური ინტერვალი 6 თვეა. 15-დან - 45 წლამდე გოგონებისა და ქალებისათვის აცრების კურსი სამდოზიანია.

სამჯერადი ვაქცინაცია ტარდება შემდეგი სქემით: 0 – 2 – 6 თვე. პირველ და მეორე დოზებს შორის მინიმალური ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 1 თვე, ხოლო მეორე და მესამე დოზებს შორის მინიმალური ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 3 თვე.

რაც შეეხება ბიჭებსა და კაცებს, 15-დან 26 წლამდე - აცრების კურსი სამდოზიანია. სამჯერადი ვაქცინაცია მიმდინარეობს შემდეგი სქემით: 0 – 2 – 6 თვე. პირველ და მეორე დოზებს შორის მინიმალური ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 1 თვე, ხოლო მეორე და მესამე დოზებს შორის მინიმალური ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 3 თვე.

ადამიანის პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო (აპვ) ვაქცინაცია 10 - 11 - 12 წლის გოგონებისა და ბიჭებისთვის ხორციელდება პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის შესაბამისად, სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც რეგისტრირებულია და გაწეული მომსახურება (აცრა-ვიზიტი და ექიმის კონსულტაცია) სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.

13-45 წლის ასაკის ქალბატონებისა და 13-26 წლის კაცებისათვის გაწეული ვაქცინაციის მომსახურება (აცრა-ვიზიტისა და ექიმის მომსახურება) ტარდება აპვ ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში და ბენეფიციარებისთვის სრულად უფასოა.

დაწესებულებების ჩამონათვალი იხილეთ: http://bitly.ws/Pq56

*ადამიანის პაპილომავირუსი რეპროდუქციული ტრაქტის ყველაზე გავრცელებული ვირუსული ინფექციაა, რომელიც ქალებსა და მამაკაცებში იწვევს სხვადასხვა დაავადებას - კიბოსწინარე დაზიანებებს, სხვადასხვა ლოკალიზაციის კიბოსა და სხვა. პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ამ დაავადებების პრევენციის ერთ-ერთი ეფექტური საშუალებაა. პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მაღალეფექტური და უსაფრთხოა. მრავალწლიანი პრაქტიკით მტკიცდება, რომ მას, თითქმის, არ გააჩნია გვერდითი მოვლენები.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵 „იგი ზოდიაქოს ერთადერთი ნიშანია, რომელიც გრძნობს სიკვდილის სურნელს. არასოდეს არ უნდა მოატყუოთ“ - კვირის პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

🔵 „ესაა ოცნების და სურვილების ჩაფიქრების დღე, რადგან თქვენი ოცნება მიდის კოსმიურ ნათელ ძალებთან“- მიხეილ ცაგარელი სექტემბრის უმნიშვნელოვანეს თარიღს ასახელებს 

🔵 რა ასტროლოგიური პროცესები ხდება 14 და 28 ოქტომბერს? და რომელი ზოდიაქოს ნიშნებს შეეხებათ ეს ცვლილებები?