Digest Logo

🎥 პროდუქტები, რაც აკნეს და გაღიზიანებული კანის დროს უნდა შეამციროთ - „ამის გამო ანთებები ყალიბდება ორგანიზმში“

1759329390
სანდრო ჯიბლაძე

წონის კლების ექსპერტი სანდრო ჯიბლაძე სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც იმ საკვებ პროდუქტებს ასახელებს, რომელიც აკნესა და გაღიზიანებული კანის დროს უნდა შეამციროთ.

ჩამონათვალშია ბურგერები, კარტოფილი ფრი, გაზიანი სასმელები და სხვა:

„თუ კანის და აკნეს პრობლემები გაქვს შეამცირე:

1. რძე და რძის პროდუქტები. მასში შემავალი ჰორმონები იწვევს აკნეს, აცხიმოვნებს კანს, რაც ფორებისთვის კარგი არ არის, განსაკუთრებით კი უცხიმო რძე.

2. გაზიანი სასმელები, ტკბილი და ენერგეტიკული სასმელები. როცა მათ სვამ გამოგეყოფა ჭარბი ინსულინი, ამის გამო კი ანთებები ყალიბდება ორგანიზმში, ფარულიც და შემდეგში გამოვლენილი აკნეს სახით.

3. სწრაფი კვება, ბურგერები, კარტოფილი ფრი, პიცა, შაურმა. ისინი გაჯერებულია რაფინირებული ნახშირწყლებით და არაჯანსაღი ცხიმებით, რაც ნამდვილად აღიზიანებს სახის კანს.

4. თეთრი პური და მაკარონი პასტა.

5. შოკოლადი, განსაკუთრებით რძიანი.

6. ვეიპ პროტეინი, პროტეინ შეიკი.

7. ხრაშუნა პროდუქტები “, - ამბობს სანდრო ჯიბლაძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

„საიდუმლო ფორმულა მოითხოვს სამი ენერგეტიკული ელემენტის ჰარმონიულ ერთობას...“ - რატომ ქრება უკვალოდ ჩვენი სანუკვარი სურვილები

„თუ ვინმე ისევ და ისევ გაყენებთ ტკივილს, ეს არ არის სასჯელი, არამედ ეს არის ნიშანი, ეს არის გაკვეთილი, რომელიც უნდა ისწავლო“ - ზეზვა ჯაიანი

„ძლიერი გონებრივი დაძაბულობა, აზრთა ცვალებადობა და ემოციების უკონტროლობა...“ - 1 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი