
იუთუბერი, ექიმი კოტე თოდუა სოციალურ ქსელში „იუთუბის“ არხზე საზოგადოებას სასარგებლო რჩევებს პერიოდულად უზიარებს.
მედიკოსს 64 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს და მის რჩევებს ათასობით ნახვა და კომენტარები აქვს.
ამჯერად მან ახალი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც პროსტატის კიბოზე საუბრობს:
„ყოველ მერვე კაცს ცხოვრების განმავლობაში ემართება პროსტატის სიმსივნე და ამისგან დაზღვეული არავინ არის. მაგალითად ჯო ბაიდენს 82 წლის ასაკში დაუდასტურდა პროსტატის კიბოს აგრესიული ფორმა და მეტასტაზები უკვე ძვლებშია. რაც იმას ნიშნავს, რომ საქმე სერიოზულადაა.
საბედნიეროდ პროსტატის კიბოს მკურნალობა შესაძლებელია, განსაკუთრებით ადრეულ სტადიაზე. ადრეულ სტადიაზე აღმოვაჩენთ, პრაქტიკულად ასპროცენტიანი მკურნალობა აქვს და სრულებით განიკურნება. ეს არის ორგანო, რომელიც შარდის ბუშტის ქვემოთ არის შემოხვეული და მდებარეობს სწორი ნაწლავის წინა მხარეს. ის უშვებს სითხეს, შემდეგ ერევა სპერმატოზოიდებს, რაც შემდეგ განაყოფიერებაში ეხმარება ადამიანს.
დროთა განმავლობაში ეს უჯრედები გადაგვარდება, რის შემდეგაც ვითარდება პროსტატის სიმსივნე. ზოგ შემთხვევაში კაცს შეიძლება ჰქონდეს მთელი ცხოვრება, რომელიც არაფერს დაუშავებს. თუმცა მისი მწვავე ფორმა მეტასტაზებს გამოყოფს და ეს ნამდვილად საშიშია.
სიმპტომები: რისკფაქტორი არის ასაკი. იშვიათია 40 წელს ქვემოთ ადამიანს პროსტატის კიბო დაემართოს. 50 წლის ზემოთ მისი შემჩნევა ხდება. რეკომენდებულია ადამიანმა სკრინინგი 50 წლიდან დაიწყოს. თავიდან სიმპტომები არ აქვს თუმცა შემდეგ კი. ღამე ხშირი შარდვა ახასიათებს, რადგან აწვება შარდის ბუშტს და აღიზიანებს. მტკივნეული მოშარდვა და შეფერხება ახასიათებს. ზოგ შემთხვევაში შესაძლოა სისხლი იყოს შარდში ან სპერმაში. უკანასკნელი ადრეულ სტადიებს ახასიათებს.
პროსტატის კიბოს განვითარებაში დიდ როლს თამაშობს ტესტოსტერონი, კაცის ჰორმონი და უწყობს ხელს სიმსივნის ზრდას ხელს“, - ამბობს კოტე თოდუა.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „ვერ გავაშვებინეთ ხელი... თქვენთანაც ასეა?!...“ - რა კადრებს აქვეყნებს ქეთი ხატიაშვილი?