
თამარ ბექაური, რომელმაც თბილისი დატოვა და საცხოვრებლად თეთრი წყაროში გადავიდა 24 წლის რეინჯერი ქალია, რომელიც ალგეთის ეროვნულ პარკში აქტიურად მოღვაწეობს. იგი პროფესიაზე გადაცემაში „დღის პოსტი“ საუბრობს და
„დავიბადე და გავიზარდე აქ. ბუნების სიყვარულმა და მასთან ურთიერთობამ მომიყვანა აქამდე. ვარ რეინჯერი ქალი და ყველა გაოცებული მიყურებს, როცა ჩემ პროფესიაზე იგებენ. ამავდროულად პატივისცემას იჩენენ. სამი ქალი რეინჯერი ვართ საქართველოში და ჯერჯერობით ვუმკლავდები.
ჩვენთან არის რთული რელიეფი და ძირითადად ფეხით გვიწევს გადაადგილება. ბინადრობენ შვლები, მელა ტურა, კურდღელი, დათვიც. მრავალფეროვანი ბუნება გვაქვს. სწორედ ბუნების დაცვა იყო ერთ-ერთი მთავარი, რამაც გადამაწყვეტინა ამ პროფესიის არჩევა“, - ამბობს თამარ ბექაური.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „ვერ გავაშვებინეთ ხელი... თქვენთანაც ასეა?!...“ - რა კადრებს აქვეყნებს ქეთი ხატიაშვილი?