Digest Logo

🎥 ქოლესტერინის მაღალი დონე: რა კავშირი აქვს მას კაცის ჯანმრთელობასთან?

1791810278
სანდრო ჯიბღაშვილი

ქოლესტერინის მაღალი დონე (ჰიპერქოლესტერინემია) არის მდგომარეობა, როდესაც სისხლში ჭარბი რაოდენობითაა ცვილისებრი ცხიმოვანი ნივთიერება (ლიპიდები), რამაც შეიძლება გამოიწვიოს არტერიებში ფოლაქების წარმოქმნა (ათეროსკლეროზი) და მნიშვნელოვნად გაზარდოს გულის დაავადებების, ინფარქტისა და ინსულტის განვითარების რისკი.

რა კავშირი აქვს ქოლესტერინის მაღალ დონეს კაცის ჯანმრთელობასთან? - აღნიშნულ თემაზე უროლოგ-ანდროლოგი სოციალურ ქსელში საუბრობს:

„მარტივი მაგალითისთვის: მილი, რომელშიც წყალი მიედინება, ვათავსებთ საცობს, რის შედეგადაც, ლოგიკურია, წყლის მიდინება წყდება. 

ახლა მილის მაგივრად სისხლძარღვის კედელი წარმოიდგინეთ, რომელშიც ათეროსკლეროზულ ფოლაქს ვათავსებთ. ამის შედეგად, ლოგიკურია, სისხლის მიდინება წყდება. 

ამ ყველაფერს მოჰყვება ერექციის შენარჩუნებისა და სიმყარის პრობლემები, არტერიული ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი და მოსალოდნელი ინფარქტისა და ინსულტის განვითარების მაღალი რისკი“, - ამბობს სანდრო ჯიბღაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ: 

🎥 „კაცებსა და ქალებში უშვილობის პრობლემა გათანაბრდა“ - რას ამბობს მადონა ჯუღელი

⭕კაბუ და მისი ყოფილი ცოლი 28 წლის წინ მოპარულ შვილს ეძებენ - „ჯანმრთელი შვილი გავაჩინე, 6 საათი ჩემ გვერდით იყო, მერე წაიყვანეს და ააორთქლეს!“

🎥 თუ გაქვს მართვის მოწმობა, ეს ინფორმაცია აუცილებლად უნდა იცოდე! - რას ნიშნავს ე.წ. Yellow Box-ი და როგორ აგვარიდებს საცობს

✕