Digest Logo

🎥 თუ გაქვს მართვის მოწმობა, ეს ინფორმაცია აუცილებლად უნდა იცოდე! - რას ნიშნავს ე.წ. Yellow Box-ი და როგორ აგვარიდებს საცობს

1791807464
ყვითელი კვადრატი

ე.წ. Yellow Box (ყვითელი კვადრატი) არის სპეციალური მონიშვნა გზაჯვარედინებზე, რომელზე შესვლა და გაჩერება აკრძალულია, რადგან წინ ხერგილია შექმნილი.

მასზე შეყოვნების შედეგად, განივ ზოლში იქმნება საცობი. 

ავტომობილი, რომელიც 5 წამზე დიდხანს იქნება აღნიშნულ სექტორში, ექვემდებარება დაფიქსირებას და დაჯარიმებას. 

სხვანაირად რომ ვთქვათ, სულ რომ მწვანე შუქი გქონდეთ ანთებული, არ შეხვიდეთ ყვითელ კვადრატში, თუ მისი დაუყოვნებლივ დატოვება არ შეგიძლიათ.

გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ მაშინ, როდესაც ავტომობილი უხვევს და შემხვედრი ნაკადის გატარებას ელოდება. 

ასევე დაგაინტერესებთ: 

🎥 გაიცანით მეტყევე ქალი, რომელიც ბუნების სილამაზეზე 54 წელია ზრუნავს

⭕რა არის TSH, რატომ ვიკვლევთ მას ასე ხშირად და რას გვეუბნება მისი მაჩვენებელი?

❌ როგორ კლიენტებს უნდა ერიდოს სპეციალისტი: პროფესიული საზღვრები და ობიექტური რეალობა

✕