Digest Logo

🎥 „კაცებსა და ქალებში უშვილობის პრობლემა გათანაბრდა“ - რას ამბობს მადონა ჯუღელი

1791809217
მადონა ჯუღელი

უშვილობა {უნაყოფობა} განისაზღვრება როგორც ორსულობის მიუღწევლობა 1 წლის განმავლობაში რეგულარული, დაუცველი სქესობრივი ცხოვრების პირობებში, ხოლო 6 თვის განმავლობაში, თუ ქალის ასაკი 35 წელს აღემატება. ეს არის საერთო სამედიცინო პრობლემა, რომელიც წყვილების დაახლოებით 12-18%-ს აწუხებს.

როგორც გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგი მადონა ჯუღელი BMG-სთან ამბობს, კაცებსა და ქალებში უშვილობის პრობლემა გათანაბრდა:

„ცნობიერება, რომელიც აქამდე არსებობდა, რომ უშვილობა ქალის ბრალი იყო, გათანაბრდა კაცის უშვილობასთან. ასე რომ, როდესაც ვლაპარაკობთ, რომ 35 წლამდე წყვილში არ დგება ორსულობა, ველოდებით 6 თვე, მაგრამ პირველ რიგში კვლევა უნდა დავიწყოთ კაცისგან, პრობლემის შეფასებით. ეს ყველაზე მარტივია, არ სჭირდება მთელი რიგი კვლევები, ვნახულობთ მის ბიოლოგიურ სითხეში ცვლილებებს, არ ცვლილებებს და აქედან მივდივართ. 

ამ დროს ანდროლოგის ჩართულობა აუცილებელია. ეს კვლევები უროლოგის გარეშე არ უნდა იყოს წაყვანილი. 

მარტო ქალის დიაგნოსტიკა არ არის საკმარისი“, - ამბობს მადონა ჯუღელი. 

ვრცლად, იხილეთ ვიდეო 👇

ასევე დაგაინტერესებთ: 

⭕კაბუ და მისი ყოფილი ცოლი 28 წლის წინ მოპარულ შვილს ეძებენ - „ჯანმრთელი შვილი გავაჩინე, 6 საათი ჩემ გვერდით იყო, მერე წაიყვანეს და ააორთქლეს!“

🎥 თუ გაქვს მართვის მოწმობა, ეს ინფორმაცია აუცილებლად უნდა იცოდე! - რას ნიშნავს ე.წ. Yellow Box-ი და როგორ აგვარიდებს საცობს

🎥 გაიცანით მეტყევე ქალი, რომელიც ბუნების სილამაზეზე 54 წელია ზრუნავს

✕