Digest Logo

🎥 ქრონიკული დაღლილობა, თავბრუსხვევა და სისხლდენა – რკინადეფიციტური ანემიის სიმპტომები, რომელთა უგულებელყოფაც არ შეიძლება: რას გვირჩევს ჰემატოლოგი?

1795462940
რკინადეფიციტური ანემი

ანემია ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მდგომარეობაა, თუმცა მისი გამომწვევი მიზეზები და ფორმები ერთმანეთისგან განსხვავდება. ქრონიკული დაღლილობა, თავბრუსხვევა, შრომისუნარიანობის დაქვეითება, ცხვირიდან და ღრძილებიდან სისხლდენა – ეს ის სიმპტომებია, რომლებსაც ხშირად ყოველდღიურ დაღლილობას მივაწერთ. 

ონკოჰემატოლოგი, მედიცინის დოქტორი ლალი კუპრაშვილი გადაცემაში „იმუნიტეტი“ განმარტავს, რატომ არ შეიძლება ანემიის თვითნებურად მკურნალობა და რა ნიშნებს უნდა მივაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება.

„მოსახლეობაში ყველაზე ხშირად გავრცელებული მდგომარეობები ანემიებია. თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ ანემია ერთგვაროვანი მდგომარეობა არ არის. ის შეიძლება სრულიად სხვადასხვა მიზეზით იყოს გამოწვეული და სხვადასხვა სახის იყოს. აქედან გამომდინარე, მიდგომა - „ანემია მაქვს, ჩემმა მეზობელმა ეს მიიღო ან ვიღაც ექიმმა ეს მირჩია... ნამდვილად სწორი არ არის, რადგან არსებობს რკინადეფიციტური ანემია, ვიტამინ B12-დეფიციტური ანემია, ფოლიუმმჟავადეფიციტური ანემია, ასევე სხვადასხვა ქრონიკულ დაავადებასთან, ანთებით ან სიმსივნურ პროცესებთან დაკავშირებული ანემია.

ამიტომ აუცილებელია, რომ ადამიანმა, პირველ რიგში, სისხლის საერთო ანალიზის საფუძველზე, კონკრეტულად სპეციალისტს - ჰემატოლოგს მიმართოს, რათა ზუსტად განისაზღვროს, რა მიზეზით არის გამოწვეული ანემია და რა სახის ანემიასთან გვაქვს საქმე.

 ხშირად ყოფილა შემთხვევა, როდესაც ადამიანს შეუნიშნავს ცხვირიდან და ღრძილებიდან სისხლდენისკენ მიდრეკილება, კანზე კი წვრილი ლაქოვანი ჩაქცევები გასჩენია. ეს აუცილებლად საგანგაშო სიმპტომია, რომელსაც ყურადღება უნდა მიექცეს.

ამავე დროს, ძალიან ხშირია შემთხვევები, როდესაც ადამიანს დისკომფორტი, ქრონიკული დაღლილობა, თავბრუსხვევა და შრომისუნარიანობის მკვეთრი დაქვეითება აწუხებს და ვერ აუხსნია, რით არის ეს განპირობებული. დღეს ნამდვილად ყველა უჩივის ქრონიკულ დაღლილობას, რადგან ჩვენი ცხოვრების წესი საკმაოდ შეიცვალა და დაძაბული ემოციური ცხოვრება გვაქვს, მაგრამ, ამავე დროს, საკუთარ ორგანიზმსაც ცოტა მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ. ძალიან ხშირად სწორედ ამ ჩვეული ცხოვრების წესში გვეპარება ის სიმპტომები, რომლებიც უკვე პირველი ნიშანია იმისა, რომ ჩვენს ორგანიზმში რაღაც ისე არ არის და პათოლოგია ყალიბდება. 

ჰემატოლოგიური დაავადებები, ანემიებისა და თრომბოციტოპენიების გარდა, სისხლის შედედების სისტემის პათოლოგიებსაც, ანუ კოაგულოპათიებსაც მოიცავს. ყველაზე მნიშვნელოვანი და საგანგაშო კი სისხლის ავთვისებიანი დაავადებებია. აქედან გამომდინარე, საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ მეტი ყურადღება გვჭირდება“, - ამბობს ექიმი. 

ნახეთ ვიდეო: 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„მოულოდნელი ამბები, ემოციური ცვლილებები და ძველი კავშირების დასრულება“ – რას გვიმზადებს 24 ნოემბრის სავსემთვარეობა?

⭕ლინა სიჭინავას ახალი ფოტოები და ილია თოფურიას კომენტარი – რა ხდება წყვილის პირად ცხოვრებაში?

⭕23 ნოემბრის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის - „შესაძლოა, ადამიანებში ისეთი უარყოფითი თვისებები გამოვლინდეს, რომლებსაც ჩვეულებრივ მალავენ“

✕