
რა არის სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები, რომელიც ხასიათდება შემდეგი სიმპტომებით: გამონადენი, წვა, ტკივილი და ბევრი სხვა სიმპტომი, რომელიც უამრავ ადამიანს აწუხებს, თუმცა ხშირად თავს არიდებენ ექიმთან მისვლას. ხოლო ადამიანები თვითმკურნალობას მიმართავენ, რამაც შეიძლება გართულებები გამოიწვიოს.
სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები, როგორ უნდა ვებრძოლოთ სტიგმას, შეიტყვეთ ბევრი რამ დაავადებებზე, რომლებზეც ღიად იშვიათად საუბრობენ! - აღნიშნულ საკითხზე „იუთუბის“ პოდკასტში „ჯანმრთელობის მატრიცა“ ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი საუბრობს.
„ყველა ექიმი და ლაბორატორია უნდა ატყობინებდნენ დაავადებათა კონტროლის ცენტრს, ამ ყველაფრის შესახებ, იმისათვის, რომ ნორმალური სტატისტიკა გვქონდეს. ქვეყანაში სიფილისი გავრცელებით ორ მთავარ ინფექციას შორისაა და მეორეა ქლამიდია, ასევე გონორეა. ხშირია, როდესაც ადამიანები მალავენ ამის შესახებ და არაკეთილსინდისიერი მკურნალობის მსხვერპლები ხდებიან. სქესობრივი გადამდები დაავადებების მთავარი პრობლემა ისაა, რომ მომავალში შესაძლოა უშვილობა გამოიწვიოს. ხშირად პაციენტს დაჰყვება ორი, სამი ადამიანი. როდესაც ჰყვება ჩივილებზე პაციენტი, მაქვს კითხვა რამდენად აქტიური აქვს მას სქესობრივი კავშირი, როდესაც გოგონაა პაციენტი, ამ კითხვის დროს მომყოლის მრისხანე მზერა არის ძალიან დიდი პრობლემა, რადგან პასუხია „არ არის გათხოვილი“. ზოგადად სქესობრივი გადამდები დაავადებების მიზეზებსა და გადადების გზებზე, სამწუხაროდ, წყვილებისთვის ზოგჯერ ტყუილი მითქვამს, რადგან ცოლ-ქმარს შორის კონფლიქტების მიზეზი ხდებოდა მინახავს“,- ამბობს მაია ბუწაშვილი.
ვრცლად, ნახეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ როგორ გამოიყურებოდა შალვა პაპუაშვილის მეუღლე 26 მაისის ღონისძიებაზე - ფოტოები
⭕ „საოცარ ფორმაში ხარ“ - სოფო ბედია ახალ ფოტოებს აქვეყნებს
⭕ 🎥 „სამი ფაქტორია, რაც სამყაროსთვის მნიშვნელოვანია“ - როგორ ინარჩუნებს მიხეილ ცაგარელი ათწლეულების განმავლობაში პოპულარობას?