
როგორ ინარჩუნებს მიხეილ ცაგარელი პოპულარობას ათწლეულების განმავლობაში? წარმატება, კარმა და აქტუალობა ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში - ამ საკითხებზე „იუთუბის“ პოდკასტში Anisteishka On Air - ქვეყნის მთავარი ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი საუბრობს.
„მეუბნებიან სულ, როგორ ხარ ამდენი ხანი პოპულარული, რით ვერ წახვედიო. მე არაფერ შუაში არ ვარ, ალბათ სამყაროს ასე უნდა. თუმცა რატომ უნდა სამყაროს ეს, აი ეს არის მთავარი. ენერგეტიკაა მთავარი, ჩემთან ხშირად დასძინებიათ. ესაა დამამშვიდებელი ხმის ტემბრი. მეორე, ვერ ვიტან ტყუილს და რასაც ვლაპარაკობ, ყველაფერზე პასუხისმგებელი ვარ, ეს ალბათ მნიშვნელოვანია სამყაროსთვის. მესამე ფაქტორია, სწრაფად და გასაგებად საუბარი.
მოკლედ რომ შევაჯამო, სამყაროსთვის:
⭕ მთავარია შინაგანი კულტურა,
⭕ ტყუილების ართქმა,
⭕ ცოდნის ბაზა“,- ამბობს მიხეილ ცაგარელი.
ვრცლად, ნახეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როგორ გამოიყურებოდა შალვა პაპუაშვილის მეუღლე 26 მაისის ღონისძიებაზე - ფოტოები