რა ანალიზები უნდა ჩააბაროს ადამიანმა, რომელსაც სურს გაიგოს, რამდენად დააზიანა შაქარმა მისი ორგანიზმი? - თემაზე ნუტრიციოლოგმა ნატა გაგუამ გადაცემაში „კოტქასთი“ ისაუბრა:
„პირველ რიგში სასურველია გლიკოზირებული ჰემოგლობინი.
„ჰომა ინდექსი“ ძალიან მნიშვნელოვანია ექიმისთვის. თუ რაღაც უფრო მძაფრი ჩივილები აქვს, აუცილებელია, რკინაზე გამოკვლევა, B12-ზე.
მინიმუმი არის ეს. თავნებობას სჯობს პროფესიონალებთან გავიაროთ კონსულტაცია.
დანამატები მხოლოდ პროფესიონალმა უნდა დანიშნონ. მე ისე ვუყურებ, როგორც პრეპარატს. ძალიან კარგად უნდა ვიცოდეთ რისთვის ინიშნება. შეიძლება მეტი ზიანი მოგვიტანოს ბიოაქტიურმა დანამატმა, რომელიც არასწორად არის დანიშნული“, - აღნიშნა ნატა გაგუამ.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„უნალექო ამინდია მოსალოდნელი...“ - სინოპტიკოსების პროგნოზი
⭕„გახსოვდეთ, ჯანმრთელი პანკრეასი ნიშნავს სტაბილურ ენერგიას...“ - არუნ ხათრი