
რა არის ბრტყელტერფიანობა, მისი გამომწვევი მიზეზები და რა საფრთხეს შეიცავს ჯანმრთელობისთვის? - აღნიშნულ თემაზე გადაცემა „იმუნიტეტის“ ეთერში ორთოპედ-ტრავმატოლოგმა, გიორგი კვარაცხელიამ ისაუბრა.
„ბრტყელი ტერფი ნიშნავს ერთ-ერთ დეფორმაციულ პათოლოგიას. არსებობს თანდაყოლილი და შეძენილი ტერფის დეფორმაციები, რაც ნებისმიერ ასაკში შეიძლება გამოვლინდეს. თანდაყოლილი ბავშვთა ასაკში ხდება. შეძენილი ბრტყელტერფიანობის ძირითადი გამომწვევი მიზეზები ჭარბი წონა და არასწორი ფეხსაცმელია“, - აღნიშნა გიორგი კვარაცხელიამ.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„ხვიჩა კვარაცხელია მომავალ სეზონს „ნაპოლიში“ გაატარებს, ის ხელშეუხებელია“ - იტალიური მედია