Digest Logo

🎥 რა არის ეპილეფსია და როგორ ამოვიცნოთ სიმპტომები? - „ეპილეფსიური გულყრა შეიძლება, ნებისმიერ ასაკში, ნებისმიერ დროს გამოვლინდეს“

1717062390
რა არის ეპილეფსია და როგორ ამოვიცნოთ სიმპტომები?

რა არის ეპილეფსია, რა სიმპტომები ახასიათებს და რა არის ეპილეფსიის გამოვლინების ყველაზე ადრეული ასაკი?
ამ საკითხზე გადაცემაში „იმუნიტეტი“ სტუმრად „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ ეპილეფსიისა და ძილის დარღვევის მიმართულების ხელმძღვანელი ნინო გზირიშვილი იმყოფებოდა.

„ეპილეფსია თავის ტვინის ნევროლოგიური დაავადებაა, რომელიც სხვადასხვა ტიპის ეპილეფსიური შეტევებით, ეპილეფსიური გულყრებით ხასიათდება. ეპილეფსიური შეტევები დაახლოებით, 40 ტიპის გულყრა არსებობს, რომლებიც ცნობიერების შეცვლით ხასიათდება.

ნათელი ცნობიერების ფონზე, შესაძლებელია პაციენტს გარკვეული აურა, ანუ წინასწარი შეგრძნება ჰქონდეს, რაც მიგვითითებს, კონკრეტულად რომელი წილის ეპილეფსიაზე გვაქვს საუბარი.

შესაძლოა, გამოხატული იყოს:

დეჟავიუ;

კუჭის აირიდან ზემოთ აღმავალი სიმხურვალის შეგრძნება;

განგაშის შეგრძნება;

ტაქიკარდია;

შიშის შეგრძნება;

სხვა სამყაროში გადასვლის შეგრძნება;

კეფის ეპილეფსიის დროს ფერადი ბურთებისა გამოჩენა და უეცრად გაქრობა.

ძალიან საყურადღებოა გენერალიზებული ეპილეფსიის სიმპტომები, – დილით უეცარი შეკრთომის ეპიზოდები.

გაღვიძებისას ზედა კიდურების შეკრთომა, საგნების ვარდნით.

ეპილეფსიური გულყრა შეიძლება, ნებისმიერ ასაკში, ნებისმიერ დროს გამოვლინდეს. არსებობს ეპილეფსიური გულყრის ფორმები, რომლებიც გენეტიკურია“,- ამბობს ნინო გზირიშვილი.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕ ლევან ვასაძის ქალიშვილს რჩეულმა ხელი სთხოვა - ვინ არის თათა ვასაძეს მეორე ნახევარი?

⭕„ეს ამბავი ისე განვიცადე, რომ თმის ცვენაც დამეწყო“ - ბავშვობა, ოჯახი, საყვარელი მამაკაცი, შვილები, ცხოვრების სირთულეები და სამგზის დედობა - გულახდილი ინტერვიუ ნუკა კვალიაშვილთან

⭕ ორსული ჯანეტ ქერდიყოშვილი შვილთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს - „საოცარი გოგოები“