პიგმენტური ლაქა კანის ჰიპერპიგმენტაციის შედეგია. მისი შეფერვა დამოკიდებულია კანში პიგმენტ მელანინის გამომუშავებაზე. ლაქები ზამთარში შედარებით ღია ფერისაა, ხოლო ზაფხულში მუქდება.
პიგმენტური ლაქები ძირითადად ჩნდება კანის დაბერების დროს მაშინ, როცა კანს აღარ შეუძლია ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედების შემდგომ აღდგენა. ლაქები არის სხვადასხვა ზომისა და ფორმისა, ყავისფერი ან ყვითელი შეფერილობით, რომლებიც განსხვავებულია კანის ჩვეულებრივი ფერისგან. ისინი, ძირითადად, თავს იჩენენ სახის, კისრის, ხელებისა და გულმკერდის მიდამოზე. ლაქების არსებობის შემთხვევაში, კანი ხდება უფრო უხეში.
აღნიშნულ თემაზე დეტალურად დერმატოლოგმა ნინო ორახელაშვილმა გადაცემაში „შუადღე“ ისაუბრა:
„არასწორად შერჩეული კოსმეტიკური პროცედურები, მაგალითად „პილინგი“ იწვევს ლაქებს.
უნდა გავარჩიოთ პიგმენტური ლაქები კანის კიბოსგან. ასეთი 5 წესია:
ასიმეტრიულობა, გარშემო საზღვრები, ფერთან მიმართებაში პრობლემა, დიამეტრი 6 მმ-ზე ზემოთ, ფერის და დიამეტრის ცვლილება - ეს ყველაფერი გასათვალისწინებელია.
თუ აღგენიშნებათ ქერცვლა, სისხლდენა, წყლულები, ქავილი - აუცილებელია ექიმთან მისვლა, რომ არ გამოგეპაროთ კანის პრობლემა, მაგალითად მელანომა“, - ამბობს ნინო ორახელაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ: