Digest Logo

რა ასაკიდან უნდა აიცრას ლეკვი ცოფზე? - მითები და რეალობა ძაღლების ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე

1790185347
ძაღლების ცოფი

„სურსათის ეროვნული სააგენტო“ ვეტერინარები ძაღლების ცოფის საწინააღმდეგო აცრაზე გავრცელებულ მითების შესახებ სოციალურ ქსელში წერენ და საჭირო ინფორმაციას გვიზიარებენ.

#არდაიჯერო!

მითი თუ რეალობა

მითი: ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინა ძაღლის ზრდასა და განვითარებას აფერხებს.

რეალობა: ვაქცინაცია ძაღლის განვითარებას არ აფერხებს. პირიქით, ის ცოფისგან დაცვის მთავარი საშუალებაა.

მითი: ლეკვს ცოფის საწინააღმდეგო აცრა 6 თვემდე არ უნდა ჩაუტარდეს.

რეალობა: მთელს მსოფლიოში, მათ შორის ყველაზე ცნობილ ძაღლსაშენებში ლეკვი ცოფის საწინააღმდეგოდ იცრება 3 თვის ასაკიდან. ვაქცინა უარყოფითად არ მოქმედებს ლეკვის ზრდა-განვითარებაზე ან მის ყნოსვაზე.

ცოფი მძიმე და სიცოცხლისთვის საშიში დაავადებაა. მისი პრევენციის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი გზა ცხოველების დროული ვაქცინაციაა.

გადაამოწმე ინფორმაცია, მოუსმინე ვეტერინარს და ნუ დაიჯერებ მითებს.

საჭიროების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე: 1501“, - ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „იმ საერთო საცხოვრებლიდან ადამიანებმა უზარმაზარ წარმატებებს მიაღწიეს, ჰუმანიტარული დახმარებისგან წარმოუდგენელ რაღაცებს აკეთებდნენ, ჩემი კულინარიის სიყვარულიც აქედან მოდის“ - ლიკა კვარაცხელია

🎥 „სოხუმიდან მარტო წამოვედი, მამამ ტრაპზე შემაგდო, ამ დროს ჩემი ძმა დაიკარგა“ - რას ჰყვება ლიკა კვარაცხელია

⭕ჯადოსნური მზის ჩასვლა საბერძნეთიდან - თაკო ჩხეიძე ულამაზეს კადრებს გვიზიარებს