ბავშვის მხედველობის განვითარება და მისი დროული კონტროლი გადამწყვეტია მისი სრულფასოვანი ზრდისთვის, რადგან მხედველობის პრობლემების უმეტესობის გამოსწორება ადრეულ ასაკში ბევრად უფრო ეფექტურად ხდება.
რა ასაკიდან უნდა დავიწყოთ ბავშვის თვალებზე ზრუნვა და რას ვერ ამჩნევენ მშობლები? - მხედველობასთან დაკავშირებულ მითებსა და რეალობაზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ოფთალმოლოგმა ნატალია მაღლაკელიძემ ისაუბრა:
„კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩივილების არარსებობის შემთხვევაშიც ბავშვის პროფილაქტიკური, გეგმური შემოწმება. პირველი ვიზიტი აუცილებლად უნდა განხორციელდეს დაბადებიდან თვე-ნახევრის ასაკში, რათა თვალის თანდაყოლილი პათოლოგიები გამოირიცხოს, როგორიცაა თანდაყოლილი კატარაქტა, გლაუკომა და სხვა...
ამის შემდეგ სამი, სამი, სამ-ნახევარი წლის ასაკში უნდა მოხდეს შემოწმება, რათა თავიდან ავირიდოთ სიელმე, ზარმაცი თვალი და ა.შ.
შემდეგ ბავშვი აუცილებლად უნდა შემოწმდეს 6 წლის ასაკში, ანუ სკოლამდე.
ჩივილების არსებობის შემთხვევაში მშობელმა ოფთალმოლოგს მაშინვე უნდა მიმართოს, ჩივილი შეიძლება გამოხატული იყოს ტელევიზორთან ახლოს მისვლაში, წიგნი მიჰქონდეს ახლოს, წერა-კითხვის გაძნელება, თვალების მოჭუტვა, ხშირი ხამხამი და თვალის გადახრა“, - ამბობს ნატალია მაღლაკელიძე.
ასევე დაგაინტერესებთ: